რუსთავში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა - როგორია მისი მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

რუსთავში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა - როგორია მისი მდგომარეობა?

რუს­თავ­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-3 სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან 3 წლის ბავ­შვი გად­მო­ვარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინფო რუს­თა­ვი" ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გა­მო­ცე­მას­თან თვითმხილ­ვე­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ, მცი­რე­წლო­ვა­ნი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნი­სას კონ­ტაქ­ტუ­რი იყო.

მცი­რე­წლო­ვა­ნი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, შემ­დეგ კი იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, თეა გე­ლაშ­ვილ­მა "ინფო რუს­თავს" გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­და მარ­ჯვე­ნა ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა ცდო­მით, გულ-მკერ­დის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია.