"გაგრაში სეირნობს, ეს ნიშნავს, რომ იქ აქვს სამიზნე ობიექტი" - კრემლის მთავარი პროპაგანდისტი სოლოვიოვი აფხაზეთს სტუმრობდა: რა წერს ადგილობრივი მედია?
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კრემლის მთავარი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი ჩავიდა. ამის შესახებ ინტერნეტ-გვერდი abkhaz-auto.ru წერს. მისივე ცნობით, რუსი ჟურნალისტი პირველად არ სტუმრობს აფხაზეთს, თუმცა როგორც სხვა დროს, მისი ვიზიტი ახლაც სრულიად მოულოდნელი და გასაიდუმლოებული იყო.
აფხაზური მედიის ცნობით, ცნობილი რუსი ტელეწამყვანი გაგრას ესტუმრა და ინტერნეტში იქ გადაღებული ფოტოები ატვირთა...
"მან აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინალ არძინბასთან საუბარში აღნიშნა, რომ ის რამდენჯერმეა ნამყოფი აფხაზეთში და მისი სილამაზით მოიხიბლა" - წერს აფხაზური მედია.
apsnypress.info-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, სოლოვიოვმა ინალ არძინბა თავის გადაცემაში ჩართო, სადაც ე.წ. ჟენევის დისკუსიის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც აფხაზეთს წარმომადგენლობა აქვს.
მისივე ცნობით, აფხაზეთი, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად ერთ ჯგუფშია, თუმცა სამწუხაროდ, არსებულ სიტუაციაში საერთაშორისო რეალობიდან გამომდინარე, ჟენევის ფორმატის მხრივ აფხაზეთი სტაგნაციას განიცდის, რადგან საქართველო გამუდმებით ცდილობს მათი საერთაშორისო კონტაქტების დაბლოკვას.
სოლოვიოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის მოსახლეობას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა. ნაწილის თქმით, სოლოვიოვი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ჟურნალისტია, ამიტომ რაც მეტი ასეთი ადამიანი ჩამოვა აფხაზეთში, მით უკეთესია...
სხვების თქმით, სოლოვიოვი არასდროს არცერთ ნაბიჯს არ დგამს თუ ეს მისთვის სასარგებლო არ იქნება. ამ მოსაზრებას ამყარებს ის, რომ მისი ფავორიტი რესპოდენტია არძინბა და თვეში ერთხელ რუსულ-აფხაზური მეგობრობის წარმოსაჩენად, გადაცემაში ეპატიჟება... გააგრძელე კითხვა