"საერთოდ არ ვიცოდი სალომე ვისი და იყო, ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა..." - რას წერს გიორგი კეკელიძე? - კვირის პალიტრა

"საერთოდ არ ვიცოდი სალომე ვისი და იყო, ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა..." - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რე­ქა­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად მან მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ა­ზე უარი თქვა.

"მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი - სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვილ­ზე რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის სი­უ­ჟე­ტი ვნა­ხე. სპონ­ტა­ნუ­რად მივ­წე­რე ჟურ­ნა­ლისტს და ვუ­თხა­რი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა და ვფიქ­რობ, რომ ური­გო არ იქ­ნე­ბა სტი­პენ­დია და­ვუ­ნიშ­ნო და ეგებ და­მაკვში­რო მეთ­ქი. მომ­ცა ნო­მე­რი, და­ვუ­რე­კე და ვა­ხა­რე. მა­საც გა­უ­ხარ­და. სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი ვისი და იყო და ნა­თე­სა­ვი.

ან კი რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. სა­ლო­მეს სტი­პენ­დია და­ე­რი­ცხა 17 მარტს (უკან დაგ­ვიბ­რუ­ნა გუ­შინ). ამ ხნის მან­ძილ­ზე მე ავი­ტა­ნე სა­ო­ცარ ცი­ლის­წა­მე­ბა­თა კას­კა­დი ამ ამ­ბის გამო. გუ­შინ სა­ლო­მეს და წერს იმას, რა­საც წერს - წა­ი­კი­თხავ­დით ცხა­დია. არ­ცერთ მე­დი­ას არ მივ­ცემ კო­მენ­ტარს, მათ შო­რის მა­თაც, ვინც ცდი­ლობს, რომ სტი­პენ­დი­ა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მა­ლა­პა­რა­კოს - სა­ლო­მე არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გოგო და იმ­სა­ხუ­რებს სა­უ­კე­თე­სოს. ჩვენ კი ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს საქ­მე­ებს" - წერს კე­კე­ლი­ძე.

გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო, ტა­ეკ­ვან­დო­ში ორგზის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სტი­პენ­დი­ა­ზე უარს ამ­ბობს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი უფ­რო­სი და, სო­ფია კენ­ჭი­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც 2021 წელს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მან მა­შინ "ნეტ­გა­ზეთ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ კე­კე­ლი­ძე შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გაგ­ზავ­ნას სთხოვ­და. იმ დროს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორ­მა სა­პა­სუ­ხოდ თქვა, რომ მზად იყო თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ყვე­ლა სფე­რო­ში და შეხ­ვდრო­და ყვე­ლას, ვი­საც ამ საქ­მე­ზე კი­თხვა აქვს. სო­ფია კენ­ჭი­აშ­ვი­ლის თქმით, კე­კე­ლი­ძეს შე­უძ­ლია ეს თან­ხა იმ ადა­მი­ანს ჩა­უ­რი­ცხოს, ვი­საც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა.

ასევე ნახეთ: "წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი გიორგი კეკელიძის მიერ დაწესებულ მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიაზე უარს ამბობს - ამის შესახებ გოგონას და წერს