საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთის გუნდი გაანადგურა - მეორე ტაიმში გოლი გოლზე გადიოდა: ანგარიში 6:1 დამთავრდა - კვირის პალიტრა

საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთის გუნდი გაანადგურა - მეორე ტაიმში გოლი გოლზე გადიოდა: ანგარიში 6:1 დამთავრდა

ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩის პირ­ვე­ლი ტა­ი­მი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მონ­ღო­ლე­თის ნაკ­რე­ბებს შო­რის 1:1 დას­რულ­და. "ჯვა­როს­ნე­ბის" მწვრთნელ­მა სა­ნი­ოლ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა, რო­მელ­მაც თა­ვი­დან­ვე შე­უ­ტია და კო­ბა­ხი­ძის თა­ვით დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი ოდ­ნავ ას­ცდა მი­ზანს. მე-15 წუთ­ზე ჩაკ­ვე­ტა­ძეს გა­ტა­ნა მე­კა­რემ არ და­ა­ნე­ბა, მაგ­რამ და­მა­ტე­ბა­ზე ყვე­ლას ვოლ­კოვ­მა და­ას­წრო და ჩვე­ნი გუნ­დი და­ა­წი­ნა­უ­რა.

შემ­დეგ ვოლ­კოვ­მა ბურ­თი ძელს გა­არ­ტყა, ჩაკ­ვე­ტა­ძემ კარ­გი შან­სი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა და მე­ტო­ქემ კონ­ტრი­ე­რი­ში­სას მე­კა­რი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლე­ბის შეც­დო­მით ისარ­გებ­ლა და ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. მე-40 წუთ­ზე გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი სა­ჯა­რი­მო­ში მცველ­მა წა­აქ­ცია, მსაჯ­მა პე­ნალ­ტი და­ნიშ­ნა, თუმ­ცა ჩაკ­ვე­ტა­ძის დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მე­კა­რემ მო­ი­გე­რია და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ფრედ დას­რულ­და.

მე­ო­რე ტა­იმ­ში სა­ნი­ოლ­მა ორი ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა: გი­ორ­გი ლო­რია ლუკა გუ­გე­შაშ­ვილ­მა შეც­ვა­ლა, ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი კი გი­ორ­გი აბურ­ჯა­ნი­ას ნაც­ვლად გა­მო­ვი­და სტა­დი­ონ­ზე. 55-ე წუთ­ზე ქარ­თვე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მო­ცო­ცხლდნენ და უფრო ძლი­ე­რად შე­უ­ტი­ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს. მა­ლე­ვე გუნ­დი გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი დუბ­ლით და­წი­ნა­ურ­და, ან­გა­რი­შით 3:1. მე­ო­თხე გოლი მონ­ღო­ლე­ბის კარ­ში 70-ე წუთ­ზე ლობ­ჟა­ნი­ძემ და­ვი­თაშ­ვი­ლის ჩა­წო­დე­ბუ­ლი პა­სით გა­ი­ტა­ნა. დიდი ან­გა­რი­შით წა­წია გუნ­დი 87-ე წუთ­ზე გი­ორ­გი ბე­რი­ძემ და ან­გა­რი­ში 5:1 გახ­და, თუმ­ცა ეს არ იყო ქარ­თვე­ლე­ბის მიერ გა­ტა­ნი­ლი ბოლო გოლი მონ­ღო­ლე­ბის კარ­ში. 90-ე წუთ­ზე ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გო­ლით ან­გა­რი­ში 6:1 დამ­თავ­რდა.

ambebi.ge