ქუთაისში უბილეთო მგზავრი კონტროლიორმა დაკბინა - კვირის პალიტრა

ქუთაისში უბილეთო მგზავრი კონტროლიორმა დაკბინა

ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრსა და კონტროლიორს შორის ინციდენტი მოხდა.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის” წინ მოხდა.

თვითმხილეველების თქმით, კონტროლიორმა მგზავრს ბილეთის აღებისკენ მოუწოდა, მითითების შეუსრულებლობის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი კამათი მოხდა, რაც შემდეგ მგზავრის დაკბენით დასრულდა.