რუსთავში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან არასრუწლოვანი გოგონა, 35 წლამდე მამაკაცებმა მოიტაცეს
რუსთავში, მოზარდი მოიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ძველ რუსთავში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან არასრუწლოვანი გოგონა ორმა პირმა, 35 წლამდე მამაკაცებმა მოიტაცეს.
არსებული ინფორმაციით მამაკაცებმა გოგო მოტყუებით წაიყვანეს, ერთ-ერთ სოფელში გადამალეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. მოტაცების მიზანი გოგონას ცოლად მოყვანა იყო.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2 პირი დააკავეს ხოლო 1 პასუხისგებაში მისცეს.