როგორ აღნიშნა ლიზა ჩიჩუამ დაბადების დღე
ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას მეუღლეს ლიზა ჩიჩუას დღეს დაბადების დღე აქვს - 21 წელი შეუსრულდა.
იუბილარმა დაბადების დღე ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად აღნიშნა. წვეულებაზე იყვნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები, მათ შორის ნოე სულაბერიძისა და ჟანეტ ქერდიყოშვილის წყვილი.
ირაკლი და ლიზა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნევიან ქართულ შოუბიზნესში და მათ ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ. ლიზა ცნობილი ექიმების - ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილია.