ვალერი მელაძის საქმეზე რუსეთში გამოძიება დასრულდა - რა ხდება მომღერალთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც თქვა სიტყვები - "დიდება გმირებს" - კვირის პალიტრა

ვალერი მელაძის საქმეზე რუსეთში გამოძიება დასრულდა - რა ხდება მომღერალთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც თქვა სიტყვები - "დიდება გმირებს"

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა და გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მომ­ღე­რალ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა შე­ე­ხე­ბო­და დუ­ბა­ი­ში, კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე მე­ლა­ძის მიერ წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვებს - "დი­დე­ბა გმი­რებს.“

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია წერს. რუ­სეთ­ში არა­ერ­თი პრო­პა­გან­დის­ტი და ჩი­ნოვ­ნი­კი ითხოვ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რომ მე­ლა­ძეს აკ­რძალ­ვო­და ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა, გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ "უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტად“ და ჩა­მო­ერ­თმი­ათ მის­თვის ქო­ნე­ბა.

"კომ­პე­ტენ­ტურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ვი­დეო და გა­და­წყვი­ტეს რომ საქ­მის მა­სა­ლებ­ში არ არის საკ­მა­რი­სი ობი­ექ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ კა­ნო­ნი და­არ­ღვია“, - აცხა­დე­ბენ რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.ცნო­ბის­თვის, 2 იან­ვარს, ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ დუ­ბა­ი­ში სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ღე­რა. ერთ-ერთ მო­მენ­ტში, სცე­ნას­თან ახ­ლოს მყოფ­მა მსმე­ნელ­მა მი­მარ­თა: "Слава Україні!“, რა­ზეც მე­ლა­ძემ უპა­სუ­ხა - " Героям слава." მომ­ღე­რალ­მა ეს სი­ტყვე­ბი მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე წარ­მოთ­ქვა, მიკრო­ფო­ნი, ყვე­ლას გა­სა­გო­ნად კი თქვა, რომ პო­ლი­ტი­კას არ ეხე­ბა. ვი­დეო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. გააგრძელე კითხვა