"უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს და ასევე ორი მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს" - უკრაინის გენშტაბი - კვირის პალიტრა

"უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს და ასევე ორი მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს" - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის საცავსა და კონცენტრაციის ტერიტორიას დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა საოკუპაციო პერსონალის კონცენტრაციის ტერიტორიებს, ერთი კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს მტრის 5 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

უწყების ცნობით, გარდა ამისა, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, ასევე მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის არეალს, საბრძოლო მასალის საცავს, საწვავი და საპოხი მასალების საცავსა და ოკუპანტების კიდევ ორ მნიშვნელოვანი სამიზნეს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, 27 მარტის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინასთან ომში დაკარგა: 171 160 ჯარისკაცი, 3595 ტანკი, 6953 ჯავშანტექნიკა, 2638 საარტილერიო სისტემა, 305 თვითმფრინავი და 291 შვეულმფრენი და სხვა საბრძოლო მასალა და ტექნიკა.

IPN