"ბევრი სირთულე გაიარა, ხშირად ავად იყო. მეხსიერებაც დაუქვეითდა. ის მოხუცთა სახლში იმყოფება და არა - თავშესაფარში" - რას ჰყვება ემიგრაციაში მყოფ ინგა ფერაძეზე მისი შვილი?
მომღერალი ინგა ფერაძე წლებია ემიგრაციაშია. ის ბრიუსელის გარეუბანში სოციალურ ბინაში ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებაზე დღემდე ოცნებობს. ინგა ფერაძე საქართველოში პოპულარული 1970-80-იან წლებში იყო. ის ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა. ატარებდა წარმატებულ კონცერტებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უკვე რამდენიმე წელია ბელგიაში იმყოფება. ფერაძე გარკვეული პერიოდი ქალაქ ბრიუსელში ევანგელისტურ ეკლესიაში გალობდა.
მისი მეგობრები მუდმივად ავრცელებდნენ ინფორმაციას მომღერლის გაჭირვების შესახებ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ. როგორია ამჟამად მომღერლის მდგომარეობა, ამის გასარკვევად AMBEBI.GE მომღერლის ქალიშვილს, ანა ფერაძეს დაუკავშირდა, რომელიც ასევე ბელგიაში ცხოვრობს:
ანა ფერაძე:
- სადაც დედაა, ეს არ არის თავშესაფარი, ეს არის მოხუცთა სახლი! აქ დასასვენებელ სახლს ეძახიან, ფრანგულიდან რომ გადათარგმნოთ... ამ სახლში ყველაფერი ფასიანია, სახელმწიფო უხდის ყველა ხარჯს, როგორც ინვალიდს. ინგა მეორე ხარისხის ინვალიდია. ვინც ამბობს, თითქოს ინგას ნახვას ვინმეს ვუშლიდე, საშინელებაა! უბრალოდ, როცა კამერებით მიდიან, აუცილებელია თანხმობა, ხელშეკრულება, თუ რისთვის გამოიყენება ეს გადაღება, ვის და რატომ ვაჩვენებთ. აქ სულ დოკუმენტებია და ყველაფერი ოფიციალურად უნდა იქნას შეთანხმებული. შემდეგ უთანხმოება, გაუგებრობა რომ არ მოხდეს, რამე პრეტენზიებს ადგილი არ უნდა ქონდეს, პრობლემები არავის გვინდა!
- რამდენი წელია რაც ქალბატონი ინგა ამ სახლშია?
- დაახლოებით სამი წელია ამ სახლშია... ჩვენ მხოლოდ დედა-შვილი კი არა, მუდამ საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ცოტა უთანხმოება და კინკლაობა ვის არ ჰქონია? თავად ხუთი შვილი მყავს და ეს შვილები რომ არ გამეჩინა, ინგას გარდა არც არავინ გამაჩნდა დედამიწის ზურგზე.
- როგორია ამჟამად ქალბატონი ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ასაკი მოერია, 24 მაისს 77 წლის გახდება. დასუსტებულია. ძალა აღარ აქვს, როგორც ჰქონდა. წლები თავისას შვება... ბევრი სირთულე გაიარა, ხშირად ავად იყო. მეხსიერებაც დაუქვეითდა, ძველი ყველაფერი ახსოვს, მაგრამ ახალი სულ უნდა გაუმეორო. სიმღერით კარგად მღერის... მე თვითონაც შემიძლია, მაქვს სურვილი გადავიღო და ყველას გაჩვენოთ, რა არაჩვეულებრივ პირობებშია. გააგრძელეთ კითხვა