მოსალოდნელია ამინდის მკვეთრად გაუარესება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი - კვირის პალიტრა

მოსალოდნელია ამინდის მკვეთრად გაუარესება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

29 მარ­ტი­დან 2 აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამინ­დის პი­რო­ბე­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა. 29 მარ­ტის ღა­მის სა­ა­თებ­ში შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და გუ­რია-სა­მეგ­რე­ლოს ცალ­კე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში, ხოლო 29 მარ­ტის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ზღვა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი, ხოლო მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ქარ­ბუ­ქი აღი­ნიშ­ნოს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, 30 მარ­ტი­დან 2 აპ­რი­ლამ­დე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ი­წევს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა. 31 მარ­ტის და 1 აპ­რი­ლის ღა­მის სა­ა­თებ­ში დაბ­ლობ­სა და ბარ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია უარ­ყო­ფი­თი ტემ­პე­რა­ტუ­რა აღი­ნიშ­ნოს. 30 მარ­ტი­დან 1 აპ­რი­ლამ­დე ნა­ლე­ქი, ზო­გან ძლი­ე­რი, მა­ღალმთა­ში თოვ­ლის სა­ხი­თაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა აღი­ნიშ­ნოს.

მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, ხოლო ქვეყ­ნის მთი­ან ზო­ნებ­ში თოვ­ლის ზვა­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა და მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა - გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ქარ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ნო­ბე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბის, ელექტრო­გადმცე­მი ხა­ზე­ბის, ხე­ე­ბის და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ჰა­ე­რის უარ­ყო­ფი­თი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ძლი­ე­რი ქარი ნე­გა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს ყვა­ვი­ლო­ბის ფა­ზა­ში მყოფ ხე­ხილ­ზე.