მექსიკაში, მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

მექსიკაში, მიგრანტთა დაკავების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, სიუდად-ხუარესში მიგრანტების დაკავების ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ მექსიკის მთავრობის მიგრაციის ეროვნულმა ინსტიტუტმა განაცხადა.

28032023-1702-1680008568.17_REC.png

მათივე ინფორმაციით, 29 ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებებით, საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა აშშ-ის საზღვართან მოხდა და დაწესებულებაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ში ჩასვლის მცდელობისას დააკავეს.

მექსიკური გამოცემა El Heraldo de Mexico-ის ინფორმაციით, ხანძარი იმ ადამიანებმა გამოიწვიეს, რომლებმაც დაკავება ლეიბების დაწვით გააპროტესტეს.

28032023-1702-1680008601.55_REC.png

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. ადგილზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, სახელმწიფო პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

IPN