საქართველოს საფებურთო ნაკრებმა ნორვეგიას მიქაუტაძის გოლით ანგარიში გაუთანაბრა
დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ნორვეგიას მასპინძლობს და პირველ ტაიმის შემდეგ აგებდა ანგარიშით: 0:1. მეორე ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო. მე-60 წუთზე ანგარიშის გაქვითვა შევძელით. კვეკვესკირის პასის შემდეგ გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მატჩი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობს. კარისკენ დარტყმა მოახერხეს საბა ლობჟანიძემ და ხვიჩა კვარაცხელიამაც, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.