"მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღეა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ვის გა­ახ­სენ­დე­ბა" - რას წერს ლაშა ბაქრაძე? - კვირის პალიტრა

"მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღეა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ვის გა­ახ­სენ­დე­ბა" - რას წერს ლაშა ბაქრაძე?

ხვალ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­ცის­ტი, მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე აკა­კი ბაქ­რა­ძე 95 წლის გახ­დე­ბო­და. მისი შვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ლაშა ბაქ­რა­ძე მა­მის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ურ წერს და ძველ, ის­ტი­რულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც აკა­კი ბა­ქა­რა­ძე და რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი.

"ხვალ მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღეა.რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ვის გა­ახ­სენ­დე­ბა. ერ­თა­დერ­თი - საქრთვე­ლოს რა­დი­ო­დან და­მი­რე­კეს და მკი­თხეს, რამე ხომ არ იგეგ­მე­ბაო. არა­ფე­რი. ნორჩ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­გო­ნი­ლიც არა აქვთ, ალ­ბათ. დღეს, ერთი პა­ტა­რა ჩა­ნა­წე­რი მისი ჩა­ნა­წე­რე­ბის რვე­უ­ლი­დან - 1984 წელი, სექ­ტემ­ბე­რი.

"კო­მუ­ნის­ტე­ბი ხში­რად გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სვა­მენ კი­თხვას - რით არის ეს კაცი უკ­მა­ყო­ფი­ლო? მეტი რაღა უნდა, აქვს სამ­სა­ხუ­რი, საჭ­მე­ლი, ტან­საც­მე­ლი, ასე თუ ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა. მა­ინც კი­დევ რა­ღაც უნდა. ეს კი­თხვა და გაკ­ვირ­ვე­ბა ყვე­ლა­ზე ნათ­ლად ავ­ლენს კო­მუ­ნის­ტე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ადა­მი­ა­ნი­სად­მი. კო­მუ­ნის­ტებს ადა­მი­ა­ნი სა­ქო­ნე­ლი ჰგო­ნი­ათ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ გლე­ხი: ამ გლეხს ძრო­ხა ჰყავს. ას­მევს, აჭ­მევს, ბო­სელ­ში უბია. უვ­ლის. ძრო­ხა მა­ინც ბღა­ვის. ხომ იკი­თხავს გლე­ხი: რა სჭირს ამ ძრო­ხას, რა აბღავ­ლებს? ასე იმი­ტომ იკი­თხავს გლე­ხი, რომ მისი წარ­მოდ­გე­ნით, ძრო­ხას ყვე­ლა­ფე­რი აქვს და არ უნდა ბღა­ო­დეს. ცხა­დია, გლე­ხი ვერ და­უშ­ვებს, რომ ძრო­ხას შე­იძ­ლე­ბა გო­ნე­ბა ჰქონ­დეს, სუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჰქონ­დეს და ეს აბღავ­ლებ­დეს. რაკი კო­მუ­ნის­ტებს ადა­მი­ა­ნი სა­ქო­ნე­ლი ჰგო­ნი­ათ, ვერ მიმხვდა­რან, რომ ადა­მი­ანს სუ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს და თუ ის არ და­იკ­მა­ყო­ფი­ლა, იბღავ­ლებს, უკ­მა­ყო­ფი­ლო იქ­ნე­ბა, პრო­ტესტს გა­ნა­ცხა­დებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ნაც აქვს, სას­მელ-საჭ­მე­ლიც და სამ­სა­ხუ­რიც. ადა­მი­ა­ნი სა­ქონ­ლად მარ­ტო რი­გით კო­მუ­ნის­ტებს კი არ მი­აჩ­ნი­ათ, არა­მედ მარ­ქსსაც და ლე­ნინ­საც ასე მი­აჩ­ნდათ. ამი­ტომ თვლიდ­ნენ ისი­ნი, რომ - რო­გორც კი სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი მოგ­ვარ­დე­ბო­და - ადა­მი­ა­ნი მა­შინ­ვე კო­მუ­ნის­ტურ სა­მო­თხე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და და გან­ცხრო­მით იცხოვ­რებ­და. სა­ერ­თოდ, კო­მუ­ნის­ტუ­რი კო­ლექ­ტი­ვიზ­მიც ჯო­გიზმს გუ­ლის­ხმობს." - წერს აშა ბაქ­რა­ძე.