"მამაჩემის დაბადების დღეა. რასაკვირველია, არავის გაახსენდება" - რას წერს ლაშა ბაქრაძე?
ხვალ ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე 95 წლის გახდებოდა. მისი შვილი ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე მამის შესახებ სოციაურ წერს და ძველ, ისტირულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც აკაკი ბაქარაძე და რეზო თაბუკაშვილი.
"ხვალ მამაჩემის დაბადების დღეა.რასაკვირველია, არავის გაახსენდება. ერთადერთი - საქრთველოს რადიოდან დამირეკეს და მკითხეს, რამე ხომ არ იგეგმებაო. არაფერი. ნორჩ ჟურნალისტებს გაგონილიც არა აქვთ, ალბათ. დღეს, ერთი პატარა ჩანაწერი მისი ჩანაწერების რვეულიდან - 1984 წელი, სექტემბერი.
"კომუნისტები ხშირად გაკვირვებული სვამენ კითხვას - რით არის ეს კაცი უკმაყოფილო? მეტი რაღა უნდა, აქვს სამსახური, საჭმელი, ტანსაცმელი, ასე თუ ისე საზოგადოებრივი მდგომარეობა. მაინც კიდევ რაღაც უნდა. ეს კითხვა და გაკვირვება ყველაზე ნათლად ავლენს კომუნისტების დამოკიდებულებას ადამიანისადმი. კომუნისტებს ადამიანი საქონელი ჰგონიათ. წარმოიდგინეთ გლეხი: ამ გლეხს ძროხა ჰყავს. ასმევს, აჭმევს, ბოსელში უბია. უვლის. ძროხა მაინც ბღავის. ხომ იკითხავს გლეხი: რა სჭირს ამ ძროხას, რა აბღავლებს? ასე იმიტომ იკითხავს გლეხი, რომ მისი წარმოდგენით, ძროხას ყველაფერი აქვს და არ უნდა ბღაოდეს. ცხადია, გლეხი ვერ დაუშვებს, რომ ძროხას შეიძლება გონება ჰქონდეს, სულის მოთხოვნილება ჰქონდეს და ეს აბღავლებდეს. რაკი კომუნისტებს ადამიანი საქონელი ჰგონიათ, ვერ მიმხვდარან, რომ ადამიანს სულის მოთხოვნილება აქვს და თუ ის არ დაიკმაყოფილა, იბღავლებს, უკმაყოფილო იქნება, პროტესტს განაცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ბინაც აქვს, სასმელ-საჭმელიც და სამსახურიც. ადამიანი საქონლად მარტო რიგით კომუნისტებს კი არ მიაჩნიათ, არამედ მარქსსაც და ლენინსაც ასე მიაჩნდათ. ამიტომ თვლიდნენ ისინი, რომ - როგორც კი სოციალ-ეკონომიკური საკითხები მოგვარდებოდა - ადამიანი მაშინვე კომუნისტურ სამოთხეში აღმოჩნდებოდა და განცხრომით იცხოვრებდა. საერთოდ, კომუნისტური კოლექტივიზმიც ჯოგიზმს გულისხმობს." - წერს აშა ბაქრაძე.