"საერთოდ არ მიტყდება და გეტყვით, რომ ხშირად მშიერი ვყოფილვარ კონკურსებზე როცა მივდიოდი, რეპეტიციებზეც! გაქექილი ფეხსაცმლითაც!" - რას წერს თათია კობალაძე?
მომღერალი თათია კობალაძე, რომელსაც ქართული საზოგადოება სატელევიზიო მუსიკალური პროექტებიდან იცნობს და არაერთი წარმატებული საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთუ გამარჯვებულია, "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
"იბრძოლეთ!
იშრომეთ! არავის შურს არავისი ხალხნო არა!!!! უბრალოდ არსებობენ ბოროტი ადამიანები, ვისაც არ უხარიათ სხვისი წარმატება და ბოროტებას აფრქვევენ ყველგან!
ამ ადამიანების გამო უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ რომ სულ ყველგან გვხედავდნენ!
არავინ არავის საზღვრებს არ გვიკეტავს! წადით, სადაც გული მიგიწევთ!
აქ არ გვიმართლებს კონკურსებში?! სხვაგან სცადეთ !
საერთოდ არ მიტყდება და გეტყვით, რომ ხშირად მშიერი ვყოფილვარ კონკურსებზე როცა მივდიოდი, რეპეტიციებზე მშიერი მივდიოდი ! გაქექილი ფეხსაცმლითაც ! უცხო ქვეყანაში, იქ სადაც არავის იცნობ ! არც იმდენი ფული გაქვს მაგალითად, როგორც იქ იმ კონკურსში მყოფ დანარჩენ ქართველებს! იცით რა?!
დიახ, მეც
მაბულინგებდნენ!
ხან წონის გამო, ხან ჩაცმის სტილის, ნუ ჩემს ენაზე რომ ვთქვა, აღმიქვამდნენ, როგორც ძონძის კუკლას ბევრი მიტირია!
„უკრაინის X- ფაქტორში“ არ მქონდა სპორტული ტანისამოსი და ჩვენი პედაგოგი არ მაცეკვებდა მონაწილეების ერთად !
ხმამაღალი შენიშვნა კიდევ ჩემთვის იყო სიკვდილის ტოლფასი! ეს შენიშვნა ხმამაღლა მესამე დღეს გააჟღერა პედაგოგმა და მანდ მინდოდა რომ მოვმკვდარიყავი! ისე შემრცხვა, ისე რომ თავი ვერ ავწიე მაღლა!
ეს ყველა კონკურსანტმა გაიგონა, ვინც ვიყავით „ლაივებზე“, ნუ, რა თქმა უნდა ქართველებმაც თუმცა, იმის ნაცვლად რომ დავემშვიდებინე, პირიქით, პირში ვერა, მაგრამ როცა ეგონათ რომ არ მესმოდა და მუსიკებს ვუსმენდი ხშირად მესმოდა მათი საუბარი !
მაგალითად!
🔴 ამას აქ რა უნდა !
🔴 ფუ, რას გავს!
🔴 ამან ხომ ტვინი წაიღო თავისი ოჯახით !
🔴 ან რა აცვია სარკეში არ იხედება?!
ამ ყველაფრის მიუხედავად , იმდენად მინდოდა რომ, ყველგან სადაც ხმას მივაწვდენდი მემღერა, და დამემტკიცებინა დიახ , მე ნამდვილად შემიძლია !
მე გავუძელი ყველანაირ წნეხს! დაცინვას! ბულინგს! ყველაფერს ! აი ყველაფერს !
ეს ერთი კონკურსის ისტორიაა !
ერთი ისტორია, და ყველაფერი რომ მოვყვე ალბათ არ მეყოფა დღეები!
თუმცა არ ვთვლი რომ ამ ადამიანებს შურდათ ჩემი ! არააა! კი არ შურდათ უბრალოდ ბოროტებას ჩადიოდნენ!
„ალბათ უნებურად.”
ნუ ხართ ფიქრში, რომ ვინმეს შურს !
უბრალოდ არიან კეთილი და ბოროტი ადამიანები!
🔴მთავარი იცით რა არის ?!
🔴სიკეთე და სიყვარული!
აი ზუსტად ვიცი , არავის გისურვებთ ცუდს , და არცასოდეს შემეშინდება სიკვდილის !
🔴 უცოდველი არავინ ვართ თუმცა ,ბოროტება არც არასოდეს მისურვებია სხვისთვის , და არც გამიკეთებია!
🔴 ხო და კიდევ ერთს ვიტყვი, აფერისტობას მოეშვით! პირდაპირ თქვით ყველაფერი, და არ უყვარდეთ ბევრს ვიდრე, იყოთ აფერისტი და გვერდზე ილაპარაკოთ!
P.S. მე მაგიტო არ გეხატებით ბევრს გულზე, მაგრამ ძააან მეცინება!
მორიელის ყველაზე მაგარი თვისება არის პირდაპირობა! ისტერიკის და სკანდალების გარეშე !
არასოდეს შევიცვლები !
ვისაც არ მოგწონთ ჩემი პირდაპირობა და მაქილიკებთ ამის გამო, ესეც თქვენი ნებაა! ყველას ვერ მოვეწონები! მთავარია მე ვიყო მართალი ჩემს თავთან!", - წერს თათია.