"გადატანილი შიშის გამო ვერ ლაპარაკობს..." - ბათუმში, ბატუტის გადაბრუნების გამო დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კვლავ რთულია - კვირის პალიტრა

"გადატანილი შიშის გამო ვერ ლაპარაკობს..." - ბათუმში, ბატუტის გადაბრუნების გამო დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კვლავ რთულია

ბა­თუმ­ში, ბა­ტუტ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლი 3 წლის ბავ­შვი თურ­ქე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს და ბა­თუ­მის კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. რო­გორც ემიგ­რან­ტე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე შოთო სი­ხა­რულ­ძე ამ­ბობს, ოჯახს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

"ბავ­შვი გა­და­ტა­ნი­ლი ში­შის გამო ვერ ლა­პა­რა­კობს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის და როცა რა­ღაც სჭირ­დე­ბა, თვა­ლე­ბით ანიშ­ნებს მშობ­ლებს. ბა­თუმ­ში გუ­შინ გად­მო­იყ­ვა­ნეს, ხანგძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, ამის­თვის კი დიდი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო. ოჯახ­მა ყვე­ლა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი უკვე ამო­წუ­რა", - ამ­ბობს შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, 12 მარტს ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ბა­ტუტ­ზე თა­მა­შის დროს 9 და 3 წლის ძმე­ბი და­შავ­დნენ. ძლი­ერ­მა ქარ­მა ბა­ტუ­ტი და­ა­ზი­ა­ნა, რის გა­მოც 9 წლის მო­ზარ­დი გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის გამო, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ერთი პირი და­ა­კა­ვა, მას გა­მო­ძი­ე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბა.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ შემ­დეგ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე:

GE67TB7699245068100030 თი­ბი­სი

GE20BG0000000545804997 სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი

მიმ­ღე­ბი: და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის მამა თაზო ბე­რი­ძე

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

ambebi.ge