"პალიტრანიუსი" განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის - კვირის პალიტრა

"პალიტრანიუსი" განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" მად­ლო­ბას უხ­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა იმ წარ­მო­მად­გე­ნელს და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­თაც არ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ფონ­ზე, ჩვენს მი­მართ უპ­რე­ცე­დენ­ტო სო­ლი­და­რო­ბა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა.

ამ დღე­ებ­ში, ჩვენ ვიგ­რძე­ნით დიდი თა­ნად­გო­მა, რა­მაც კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი მე­დი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

გა­სა­გე­ბია, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის დამ­კვე­თე­ბი­სა და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მი­ზა­ნი არ­ხის დის­კრე­დი­ტა­ცია იყო, მაგ­რამ უკუ­ე­ფექ­ტი მი­ი­ღეს. „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი“ გახ­და კი­დევ უფრო ძლი­ე­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი, მეტი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს არხს, რათა მი­ი­ღოს ობი­ექ­ტუ­რი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.