"უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ხრამის ხეობის დამალული ეკლესიის ამბავი - კვირის პალიტრა

"უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ხრამის ხეობის დამალული ეკლესიის ამბავი

თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ხრა­მის ხე­ო­ბის და­მა­ლუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ამ­ბა­ვი ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტამ თუ იცის. ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ მომ­ხმა­რებ­ლის ზვი­ად თურ­მა­ნი­ძის პოს­ტი­დან შე­ვი­ტყვეთ.

"და­ღე­თის და­მა­ლუ­ლი ეკ­ლე­სია გა­მოქ­ვა­ბულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყის ეტა­პებს უკავ­შირ­დე­ბა. თვით მღვი­მის შე­სას­ვლე­ლიც ვიწ­რო და შე­უმ­ჩნე­ვე­ლია. ეკ­ლე­სია სუფ­თა­დაა გა­მოკ­ვე­თი­ლი რკი­ნის წვე­ტი­ა­ნი ია­რა­ღით, ერ­თნა­ვი­ა­ნია. ეკ­ლე­სი­ის და­სავ­ლეთ კე­დელ­ში მო­წყო­ბი­ლი გა­სას­ვლე­ლით ვხვდე­ბით სა­თავ­სო­ში, სა­დაც გა­მოკ­ვე­თი­ლია თარო-სა­რეც­ლე­ბი, წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რი, ცე­ცხლის და­სან­თე­ბი კე­რე­ბი.

რო­გორც ეკ­ლე­სია, ისე დამ­ხმა­რე სა­თავ­სი სრუ­ლი­ად ბნე­ლია. რად­გან ეს ძეგლი მა­ლუ­ლი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის ნიშ­ნებს ატა­რებს, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ იმ დრო­საა შექ­მნი­ლი, რო­დე­საც ამ მხა­რე­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გია მკაც­რად იდევ­ნე­ბო­და. ქვე­მო ქარ­თლში დრო­ის ასეთ ხან­გრძლივ მო­ნაკ­ვე­თად სა­სა­ნუ­რი ირა­ნის ექ­სპან­სი­ის წლებს (V ს.) მი­იჩ­ნე­ვენ. ეკ­ლე­სი­ის ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა უფრო ად­რე­უ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის­კენ იხ­რე­ბა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ძეგლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყის ეტა­პებს უკავ­შირ­დე­ბა და მისი სა­ხით უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო, უნი­კა­ლურ მოვ­ლე­ნას­თან გვაქვს საქ­მე,“ - წერს ზვი­ად თურ­მა­ნი­ძე თა­ვის პოს­ტში, რო­მელ­საც პი­რა­და­დაც და­ვუ­კავ­შირ­დით.

ბა­ტო­ნი ზვი­ა­დი პრო­ფე­სი­ით გე­ოგ­რა­ფია, სამ­ხედ­რო წო­დე­ბით კა­პი­ტა­ნი, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის კარ­ტოგ­რა­ფია-გე­ო­დე­ზი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცე­რი. მათი სამ­სა­ხუ­რის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით, გე­ო­ინ­ფორ­მა­ცი­ულ სის­ტე­მე­ბით და ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამ­დე­ნად მათი დე­პარ­ტა­მენ­ტი პე­რი­ო­დუ­ლად შე­სა­ბა­მის გე­ო­დე­ზი­ურ სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს. აახ­ლე­ბენ ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კებს და ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე­ში სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვთ.

ზვი­ად თურ­მა­ნი­ძე:

- ჩვენს სამ­სა­ხურს ჰყავს მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სამ­ხედ­რო თუ სა­მო­ქა­ლა­ქო პერ­სო­ნა­ლი, რო­მელ­თაც გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვთ გე­ოგ­რა­ფი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. მოკ­ლედ, ქარ­თუ­ლი ჯა­რის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი მსხვილ­მას­შტა­ბი­ა­ნი ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კე­ბის შედ­გე­ნას ვახ­დენთ. სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­მუ­შაო შეს­რუ­ლე­ბი­სას ასე­ვე გვი­წევს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­სოფ­ლა­რე­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი ძეგ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, რო­მელ­თა არ­სე­ბო­ბა ხში­რად უც­ნო­ბია, ან მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი. შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ­მა მწყემ­სებ­მა და მო­ნა­დი­რე­ებ­მა იცოდ­ნენ.

- ამ და­მა­ლუ­ლი ეკ­ლე­სი­ის შე­სა­ხებ გქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, თუ მო­რი­გი სა­ვე­ლე გას­ვლი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეთ?

- რო­დე­საც სა­ვე­ლე გე­ო­დე­ზი­უ­რი სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად მივ­დი­ვართ, წი­ნას­წარ ვსწავ­ლობთ აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, ხე­ო­ბებს, გე­ოგ­რა­ფი­ას, გე­ო­ლო­გი­ას, იმ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას თუ რას­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე. ხრა­მის ხე­ო­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა გა­მოქ­ვა­ბულ­თა კომ­პლექ­სე­ბით და ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლია. და­მა­ლუ­ლი ეკ­ლე­სია, სო­ფე­ლი და­ღე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­შია, მუ­გუ­თის ქვა­ბე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 900 მეტრში, მდი­ნა­რე ხრა­მის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ეს არის და­მა­ლუ­ლი კა­ტა­კომ­ბუ­რი ტა­ძა­რი. მას­ში მო­წყო­ბი­ლია ბუ­ნებ­რი­ვი მი­წის­ქვე­შა სა­თავ­სე­ბი, რო­მე­ლიც ძვე­ლი რე­ლი­გი­უ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. იქვე ხრა­მის კა­ნი­ო­ნის კბო­დე­ზე ერთ კი­ლო­მეტრში ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის და­ღე­თის მე­გა­ლი­თუ­რი კომ­პლექ­სი­ცაა, დიდი ნა­სახ­ლა­რი, - რაც მთლი­ა­ნო­ბა­ში ერ­თი­ან სუ­რათს ქმნის. იხილეთ სრულად