"მინდა, არველაძეს გავასწრო" - გიორგი მიქაუტაძის ფეხბურთი ფრანგული ელფერით: რას ამბობს ლიონში გაზრდილი ბიჭი ნაკრებსა და კარიერის რთულ მომენტებზე - კვირის პალიტრა

"მინდა, არველაძეს გავასწრო" - გიორგი მიქაუტაძის ფეხბურთი ფრანგული ელფერით: რას ამბობს ლიონში გაზრდილი ბიჭი ნაკრებსა და კარიერის რთულ მომენტებზე

ფეხ­ბურ­თის ქარ­თველ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის სა­ხე­ლი უკვე კარ­გად იცის. 22 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ მატჩში ნორ­ვე­გი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მხსნე­ლად მო­ევ­ლი­ნა. მისი გო­ლის წყა­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლომ ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა და ქუ­ლის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო.

გი­ორ­გის­თვის ეს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში გა­ტა­ნი­ლი მე­სა­მე გო­ლია. ქარ­თვე­ლი ფორ­ვარ­დი საფ­რან­გე­თის "ლიგა 2"-ში, "მე­ცის“ რი­გებ­ში თა­მა­შობს. ცხრილ­ში ამ ეტაპ­ზე "მეცი" მე­ო­თხე ად­გილ­ზეა. მი­ქა­უ­ტა­ძეს კი მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში 14 გოლი აქვს გა­ტა­ნი­ლი და ბომ­ბარ­დირ­თა და­ვა­ში პირ­ველ ად­გილ­ზეა.

ნორ­ვე­გი­ას­თან მატ­ჩის შემ­დეგ, გი­ორ­გიმ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ქარ­თუ­ლად და­წე­რა:

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქულა ნორ­ვე­გი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას! მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის და სა­ო­ცა­რი ატ­მოს­ფე­როს­თვის" - წერს ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი.

საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი გი­ორ­გი ქარ­თუ­ლად 100%-ით გა­მარ­თუ­ლად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა ცდი­ლობს, რომ უფრო კარ­გად ის­წავ­ლოს. ამ­ბობს, რომ შინ მშობ­ლებ­თან ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს და სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქარ­თუ­ლი ენა იცის. ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს საფ­რან­გეთ­ში Geoteam-მა ჩა­ა­კი­თხა. ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს გი­ზი­ა­რებთ:

გი­ორ­გის თქმით, ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ზე მე­ტად ბოლო წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბი უყ­ვარს."ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ბოლო წუ­თებ­ზე გო­ლის გა­ტა­ნა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გო­ლით რომ გა­და­წყვეტ მო­გე­ბას“, - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო.

"სულ ბურ­თი მქონ­და ფე­ხებ­თან. მა­მა­ჩემ­მა მი­მიყ­ვა­ნა ფეხ­ბურთზე, როცა ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი, ერთი წლის შემ­დეგ "ოლიმ­პიკ ლი­ონ­ში" გა­და­ვე­დი, იქ შვი­დი წელი ვვარ­ჯი­შობ­დი, სა­ი­და­ნაც Saint priest-ში წა­ვე­დი ორი წლით, იქე­დან კი "მეცში“ გად­მო­ვე­დი“, - ამ­ბობს მი­ქა­უ­ტა­ძე.

გი­ორ­გი იხ­სე­ნებს, რომ "ლი­ო­ნი­დან“ წას­ვლა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა.

"ფი­ზი­კუ­რად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, არ ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თი ვი­ცო­დი, ტექ­ნი­კა მქონ­და, გო­ლე­ბი გამ­ქონ­და. პრობ­ლე­მა უფრო ფი­ზი­კუ­რო­ბა იყო და ამი­ტომ გა­მო­მიშ­ვეს. არ მე­წყი­ნა, მაგ­რამ მინ­დო­და რომ იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იმი­ტომ რომ იქ და­ვი­ბა­დე, ლი­ონ­ში და უმაღ­ლე­სი კლუ­ბი იქ "ლი­ო­ნია“ და მანდ მინ­დო­და, მაგ­რამ ეგ­რეა, ფეხ­ბურ­თია. ამან უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა“, - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი. გააგრძელე კითხვა