"ჩემი შვილის ტრაგედია დამავიწყა იმ დღეებმა, ისე მძიმედ ვიყავი ადამიანების გარდაცვალების გამო" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილის ტრაგედია დამავიწყა იმ დღეებმა, ისე მძიმედ ვიყავი ადამიანების გარდაცვალების გამო"

ცნო­ბი­ლი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ზე, ორ­ჯერ გა­და­ტა­ნილ კო­რო­ნა­ვირუს­ზე და გარ­დაც­ვლილ შვილ­ზე, ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რიშ­ვილ­ზე სა­უბ­რობს. ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ამ­ბობს, რომ კო­ვი­დი ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა ის სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვა­რი­ანტს და­ემ­სგავ­სა

კო­რო­ნა­ვირუს­ზე...

- ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, ისევ არის, მაგ­რამ სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვა­რი­ანტს ჰგავს. გარ­კვე­უ­ლი სიმ­ძი­მე­ე­ბი ისევ ახ­ლავს, მაგ­რამ რა შე­და­რე­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ და ფაქ­ტობ­რი­ვად 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც, უარ­ყო­ფი­თად მა­ინც არ ვიხ­სე­ნებ იმ დროს, რად­გან მა­ინც ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ. იყო ბევ­რი გა­დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე , რა­მაც გაგ­ვაძ­ლე­ბი­ნა და გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ის პე­რი­ო­დი.

ტრა­გი­კუ­ლი დღეც ბევ­რი გვქონ­და. მძი­მე გან­ცდე­ბი ახ­ლდა პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, რაც ნე­ბის­მი­ე­რი ექი­მის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნი­ლი და მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი რომ ჭარ­ბობს, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გაძ­ლი­ე­რებს კი­დეც.

ორ­ჯერ გა­და­ტა­ნი­ლი ომიკ­რო­ნი

- ორ­ჯერ გა­და­ვი­ტა­ნე კო­რო­ნა­ვირუ­სი, ოღონდ ბოლო შტა­მი, ომიკ­რო­ნი. ეტყო­ბა ბო­ლოს მეც მოვ­დუნ­დი და შემ­ხვდა. რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ავად­მყო­ფი გვყავ­და კლი­ნი­კა­ში მა­შინ არ შემ­ხვედ­რია. რო­გორც კი შემ­ხვდა მა­შინ­ვე და­ვი­წყე ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და მსუ­ბუ­ქად გა­და­ვი­ტა­ნე. პირ­ვე­ლად რემ­დე­სი­ვი­რი გა­და­ვის­ხი, მე­ო­რედ პლაქ­სო­ვი­დი. ვინც გა­და­ი­ტა­ნა, უმე­ტე­სო­ბა უჩი­ვის მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას. მე კი ეს და სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ მქო­ნია და ეს ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა

- ეს ბიჭი ჩვენს კლი­ნი­კა­ში არ წო­ლი­ლა და ამ საქ­მე­ში ღრმად არ ვარ ჩა­ხე­დუ­ლი, მაგ­რამ ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ექი­მებ­მა რა­ი­მე პრე­პა­რა­ტი ტყუ­ი­ლად გა­უ­კე­თეს. ნარ­კო­ტი­კი მძი­მე შემ­თხვე­ვა­ში პრო­ტო­კო­ლით იყო მო­წო­დე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა რა­ო­დე­ნო­ბას... კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ის იწვა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ რა­ი­მე არას­წო­რად და ტყუ­ი­ლად უკეთ­დე­ბო­და. სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის­თვის და გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის ყვე­ლა ექი­მი. ის ბიჭი ნარ­კო­ტი­კით გარ­დაც­ვლი­ლი არ არის და არ მჯე­რა. გააგრძელეთ კითხვა