"რუსმა ოკუპანტებმა ფრთოსანი მართვადი ავიაბომბების გამოყენება დაიწყეს"
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ფრთოსანი მართვადი ავიაბომბების ინტენსიურად გამოყენება დაიწყეს, რაც უკრაინისთვის ახალ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.
„ეს არის ახალი საფრთხე, რომელიც დაგვიპირისპირდა. რუსულმა ავიაციამ, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ, ყოველდღიურად, ათობით საჰაერო დარტყმას ახორციელებს, ფრთოსანი მართვადი ავიაბომბების გამოყენება დაიწყო. 500 კგ-იანი ბომბები ათობით კილომეტრზე დაფრინავენ, შეგახსენებთ, რომ ამ ბომბს აქვს ქობინი“, - აღნიშნა იგნატმა.
მისი თქმით, უკრაინას თავის დასაცავად მოიერიშე თვითმფრინავები სჭირდება.
IPN