„პალიტრა L” გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2023-ს“ იწყებს - კონკურსში მონაწილეობის პირობები - კვირის პალიტრა

„პალიტრა L” გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი 2023-ს“ იწყებს - კონკურსში მონაწილეობის პირობები

გამომცემლობა „პალიტრა L” საბავშვო ავტორების აღმოჩენას აგრძელებს და უკვე მეორედ იწყებს კონკურსს „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“, რომლის პირველი სეზონის გამარჯვებულთა ნამუშევრები უკვე გამოიცა და ასობით მკითხველი ჰყავს.

კონ­კურ­სის მი­ზა­ნია ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ქარ­თვე­ლი სა­ბავ­შვო მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა 1-ელი აპრილიდან იწყება და 30 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

· კონკურსზე მიიღება როგორც საბავშვო პროზა, ასევე პოეზია და ინოვაციური პროექტები სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.;

· ჟანრი და თემატიკა თავისუფალია;

· კონკურსზე მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური პროექტები, მაგ.: მხატვარი და მწერალი; რამდენიმე ავტორი და ა.შ.

· კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს ერთი ან მეტი განაცხადი;

· კონკურსზე მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან ბეჭდური სახით გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორში“ მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია. გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მიუთითოს წყარო: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.). ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს WORD დოკუმენტით;

2. საკონკურსო ნაწარმოების დეტალური აღწერა/სინოპსისი (WORD დოკუმენტი,);

3. ნაწარმოები წარმოდგენილი უნდა იყოს WORD დოკუმენტით, შრიფტი - Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება - სტანდარტული (Multiple).

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:

· ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გამოგზავნოთ 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: konkursi@palitra.ge.

· კონკურსზე არ განიხილება:

· რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები

· არასრულყოფილი განაცხადები

· ენობრივად და სტილისტურად გაუმართავი ტექსტები;

· ტექსტები, რომლებშიც გამოიკვეთება უკვე გამოქვეყნებული ნაშრომების გამეორება-გამოყენების მცდელობა.

ნაწარმოებების შერჩევა, გამარჯვებულების გამოვლენა:

· ნაწარმოებებს სპეციალურად მოწვეული ჟიურის წევრები გაეცნობიან და 1 ივნისს გამოავლენენ მოკლე სიას.

· ივნისში ასაკობრივი კატეგორიებისა (0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.) და მიმართულების (პოეზია, პროზა, ინოვაციური პროექტი) მიხედვით გამოვლინდება მაქსიმუმ 6 (ექვსი) გამარჯვებული.

(R)