"საერთაშორისო პუბლიკა მხოლოდ მას წამოუდგა ფეხზე" - გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა: რას წერს პიანისტი? - კვირის პალიტრა

"საერთაშორისო პუბლიკა მხოლოდ მას წამოუდგა ფეხზე" - გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა: რას წერს პიანისტი?

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბი­სა და ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი პი­ა­ნის­ტი გი­ორ­გი გი­გაშ­ვი­ლი რუ­ბინშტე­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ჟი­უ­რიმ ქარ­თვე­ლი გი­გაშ­ვი­ლი 17 ქვეყ­ნის 32 მო­ნა­წი­ლეს შო­რის სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში და­ა­სა­ხე­ლა. სა­ფი­ნა­ლო სე­სი­ა­ზე გი­გაშ­ვილ­მა პრო­კო­ფი­ე­ვის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო და სა­ორ­კესტრო კონ­ცერ­ტი N3 შე­ას­რუ­ლა.

გი­გაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბას უხ­დის:"სამი რამ:

1. მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღე.

2. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პაა!

3. მად­ლო­ბა ყვე­ლას, მარ­თლა ყვე­ლას, უსა­ზღვროდ მად­ლო­ბე­ლი ვარ, რო­გორც მი­გულშმატ­კივ­რეთ მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი" - წერს გი­ორ­გი.

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი წერ­და, რომ ფი­ნა­ლუ­რი გა­მოს­ვლის დროს სა­ერ­თა­შო­რი­სო პუბ­ლი­კა მხო­ლოდ გი­გაშ­ვილს წა­მო­უდ­გა ფეხ­ზე:

"გი­გა­შას ფი­ნა­ლი რუ­ბინშტე­ი­ნის კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში. მარ­თლაც სა­ოც­რად და­უკ­რა ყვე­ლა ტური!!! სა­ერ­თა­შო­რი­სო პუბ­ლი­კა მხო­ლოდ მას წა­მო­უდ­გა ფეხ­ზე, რაც თით­ქმის არ ხდე­ბა ხოლ­მე კონ­კურ­სებ­ზე. პრე­სა კი პი­და­პირ უწო­დებს გი­ორ­გის გე­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლო­დან" - წერ­და რაჭ­ვე­ლი.

ნახეთ გიორგი გიგაშვილის გამოსვლის ვიდეო