"ნინო ნადირაძე ჩამოყალიბდა სუს-ის "მესიჯების" გამხმოვანებელ ექიმად" - რას აცხადებს პაატა მანჯგალაძე - კვირის პალიტრა

"ნინო ნადირაძე ჩამოყალიბდა სუს-ის "მესიჯების" გამხმოვანებელ ექიმად" - რას აცხადებს პაატა მანჯგალაძე

პილატე უფრო კარგი ადამიანია, ვიდრე ნინო ნადირაძე, რადგან ხელი დაიბანა, ვითომ დედა კლავს, სააკაშვილი იკლავს თავს და არაფერი ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ვივამედის“ კლინიკის დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებები ხელისუფლების ინტერესს ემსახურება.

"ნინო ნადირაძე ჩამოყალიბდა სუს-ის "მესიჯების" გამხმოვანებელ ექიმად. ეს არ მიხარია, ძალიან მწყინს. უფრო მეტიც ჩემთვის ნინო ნადირაძე იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომ დედა კლავს, კალორიებს არ აჭმევენ, ჩვენ ვერ ვმკურნალობთ, გადაიყვანეთ ციხეში, თითქოს ციხეში რომ გადაიყვანენ, იქ უკეთესად იქნება, ამ პროპაგანდიდან გამომდინარე, აღდგომა მოდის ახლა და პილატე უფრო კარგი ადამიანია, ვიდრე ნინო ნადირაძე, რადგან ხელი დაიბანა, ვითომ დედა კლავს, სააკაშვილი იკლავს თავს და არაფერი ხდება. მიმდინარეობს სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მე არ ვიცი, რა ძალებია ჩართული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ სამწუხაროა, რომ მათ ახმოვანებს ნადირაძე," - განაცხადა მანჯგალაძემ.