"ყვე­ლა ზღვარს სცდე­ბა ის, რაც დღეს, მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში პრე­მი­ე­რის მის­ვლი­სას ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა" - რას წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა ზღვარს სცდე­ბა ის, რაც დღეს, მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში პრე­მი­ე­რის მის­ვლი­სას ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა" - რას წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში?

დღეს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი დღეს 84 წლის გახ­დე­ბო­და. მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე. მათ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას საფ­ლა­ვი ყვა­ვი­ლე­ბით შე­ამ­კეს.

რო­გორც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას უმ­ცრო­სი ვაჟი გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია წერს, ად­გილ­ზე ინ­ცი­დენტს ჰქონ­და ად­გი­ლი. კერ­ძოდ, პან­თე­ონ­ში შეკ­რე­ბი­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­მაც "უზ­ნეო სი­ტყვე­ბით" მი­მარ­თეს პრე­მი­ერ­სა და სხვა სტუმ­რებს.

"დღეს,სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და­მა­არ­სებ­ლის, ზვი­ა­დის და­ბა­დე­ბის დღეა. ასე­ვე არის მისი, მე­რა­ბის და სხვა პატ­რი­ო­ტე­ბის მე­ო­ხე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის დღე. უამ­რა­ვი სი­კე­თე შე­იძ­ლე­ბა ილა­პა­რა­კო ზვი­ად­ზე ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ მე პი­რა­დად, არ მაძ­ლევს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მან­და­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას, მეტი ვი­სა­უბ­რო მას­ზე.

P.S. ყვე­ლა ზღვარს სცდე­ბა ის, რაც დღეს, მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში პრე­მი­ე­რის მის­ვლი­სას ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა. ეგ­ზალ­ტი­რე­ბუ­ლი ბრბო, უზ­ნეო სი­ტყვე­ბით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრე­მი­ე­რის და სხვა სტუმ­რე­ბის მი­სა­მარ­თით. თუ ვის, ირაკ­ლის ეს უზ­ნე­ო­ბა არა­ნა­ი­რად არ ეკუთ­ვნის. მსგავ­სი ხალ­ხის დიდი წვლი­ლია ზვი­ა­დის და­ღუპ­ვა­ში", - წერს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია.