"ერთი კაცი ცუდს ვერ იტყვის, ისეთი ძვირფასი ადამიანი იყო... ხვალ დაბადების დღე ჰქონდა" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული 29 წლის ქართველი მებრძოლი? - კვირის პალიტრა

"ერთი კაცი ცუდს ვერ იტყვის, ისეთი ძვირფასი ადამიანი იყო... ხვალ დაბადების დღე ჰქონდა" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული 29 წლის ქართველი მებრძოლი?

უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი 29 წლის მი­ხე­ილ მა­ზა­ნაშ­ვი­ლია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში, ბახ­მუტ­თან შე­ტა­კე­ბას ემსხვერ­პლა. მა­ზა­ნაშ­ვი­ლი გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზერ­ტი­და­ნაა.

"ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი ვართ. ერთი წლის წინ წა­ვი­და უკ­რა­ი­ნა­ში. იქ იბ­რძო­და, იქ იყო, მე­უღ­ლე იქ შე­ირ­თო, იქა­უ­რი ცოლი მო­იყ­ვა­ნა, იქ ცხოვ­რობ­და. ხვალ და­ბა­დე­ბის დღე აქვს ცხო­ნე­ბულს. გუ­შინ გაგ­ვა­გე­ბი­ნეს, რომ ეს ტრა­გე­დია მოხ­და ახლა, 8 წელი იმ­სა­ხუ­რა თავ­დაც­ვა­ში.

ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე იყო, პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი იყო. სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით იყო წა­სუ­ლი. აქ უნდა გად­მო­ას­ვე­ნონ, რად­გან აქ არი­ან მისი წი­ნაპ­რე­ბი დაკ­რძა­ლუ­ლი", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას. (გააგრძელეთ კითხვა)