ბრუტალური კაბინეტი და მდიდრული გარემო - როგორ სახლში ცხოვრობს მელაძე-ჯანაბაევას ვარსკვლავური წყვილი - კვირის პალიტრა

ბრუტალური კაბინეტი და მდიდრული გარემო - როგორ სახლში ცხოვრობს მელაძე-ჯანაბაევას ვარსკვლავური წყვილი

ვალერი მელაძე და მისი ასევე ცნობილი მეუღლე საგულდაგულოდ მალავენ საკუთარ სასიყვარულო ბუდეს, ცდილობენ, მათი ოჯახური იდილია არაფერმა და არავინ დაარღვიოს. ზოგიერთი კადრი მათი მდიდრული სახლიდან მაინც გამოვიდა სააშკარაოდ. სახლი მოსკოვის გარეუბანშია, ელიტურ უბანში.

მომღერალს არაერთი სახლი ეკუთვნის, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი ყველაზე საყვარელი ადგილია. ამ კოტეჯის მშენებლობა რამდენიმე წელი გრძელდებოდა. სახლის საერთო ფართობი 580 კვ.მ.-ია. ორსართულიანი სახლი მთლიანად ღია ხორცისფერია.ყურადღებას იქცევს თავად ნაკვეთიც, სადაც წყვილს საკუთარი ტბა და ხეივანი აქვს მოწყობილი. ტერიტორია ცოცხალი ღობით არის გარშემორტყმული.

სახლის ინტერიერი ძალიან მარტივია, სამი სტილი - რუსტიკი, ფრანგული და მინიმალიზმი - ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

პირველ სართულზე განთავსებულია დიდი ჰოლი, რომელიც უერთდება მისაღებ ოთახს, სამზარეულო, აბაზანა და საკუჭნაო. მეორე სართულზე არის საძინებლები და დიდი გარდერობის ოთახი. ინტერიერი მშვიდ ფერებშია. მთავარი ფერთა გამებია თეთრი, ხორცისფერი და ნაცრისფერი. იატაკის საფარად გამოყენებულია ხის პარკეტი და მარმარილო.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ სახლის ფოტოგალერეა