"ელე­მენ­ტა­რუ­ლად ვის­ვე­ნებ­დი და გან­ტვირ­თვა მინ­დო­დაო" - რას ამბობს ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ელე­მენ­ტა­რუ­ლად ვის­ვე­ნებ­დი და გან­ტვირ­თვა მინ­დო­დაო" - რას ამბობს ამბასადორში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი?

სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დორ­ში“ ხან­ძრის გა­ჩე­ნის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ 28 წლის მა­მა­კაცს ბრალს დღეს წა­რუდ­გე­ნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, პა­ა­ტა გო­გო­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

"დღეს უნდა წა­რუდ­გი­ნონ ბრა­ლი იმი­ტომ, რომ სა­ღა­მოს 18:00 სა­ა­თამ­დე აქვთ ვადა. შევხდი და ვე­სა­უბ­რე. თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს იმ საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბით, რის გა­მოც და­ა­კა­ვეს, ეს არის მისი ცალ­სა­ხა პო­ზი­ცია“, -გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

რო­გორც პა­ა­ტა გო­გო­ლა­ძე გან­მარ­ტავს, და­კა­ვე­ბუ­ლი ასე­ვე უარ­ყოფს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მო­რი­ნე "ამ­ბა­სა­დორს“ სტუმ­რობ­და და თან­ხა წა­ა­გო.

"გა­მო­რი­ცხუ­ლია. ის ცალ­სა­ხად გა­მო­რი­ცხავს იმ ფაქტს, რომ სა­დღაც ითა­მა­შა. ამ­ბობს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად ვის­ვე­ნებ­დი და გან­ტვირ­თვა მინ­დო­დაო. რა კად­რე­ბიც გავ­რცელ­და, ეს არის ადა­მი­ა­ნის ინ­სტინ­ქტი, რომ თავი გა­და­ერ­ჩი­ნა. რო­დე­საც აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ყვე­ლას გა­დარ­ჩე­ნის­თვის, რა­ტომ უნდა შე­ე­ცა­და მა­შინ, რომ აივ­ნი­დან თავი და­ეც­ვა?!“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დორ­ში“ ხან­ძრის გა­ჩე­ნის ფაქ­ტზე 28 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა, რაც სას­ტუმ­როს მე­სა­მე და მე­ო­თხე სარ­თულ­ზე გავ­რცელ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ინტერპრესნიუსი"