ახლა ყველა თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის" - რას წერს მარტა ბარამიძე
მსახიობმა და კულინარმა მარტა ბარამიძემ რამდენიმე კვირის წინ საკუთარი უმძიმესი ისტორიის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. მან ია ფარულავას გადაცემაში დაასახელა იმ პიროვნების ვინაობა, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, მასზე იძლადა. მარტა ბარამიძის თქმით, ეს ადამიანი მისი ყოფილი თანამშრომელი ბიკო ბირბიჩაძეა.
აღნიშნულ თემაზე მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ სარჩელი შეიტანა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.
"მას შემდეგ, რაც ია ფარულავას გადაცემაში "ია ფარულავას კონვერტი" ჩემთვის საკმაოდ მძიმედ გასახსენებელ, მაგრამ აუცილებლად მოსაყოლ,გადამხდარ ამბავზე ვისაუბრე, პირად შეტყობინებებში არაერთი მხარდაჭერის წერილი მომდის, ქუჩაში მხვდებიან ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები და სოლიდარობას მიცხადებენ.
თქვენი მხრიდან მართლაც უდიდეს მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობ, რისიც ძალიან მადლიერი ვარ. გადაცემაშიც ვთქვი და ახლაც ვიტყვი,მიუხედავად იმისა რომ ამდენი წელი გავიდა,საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მქონდა უსამართლობის და უმოქმედობის განცდა,ფიქრები იმის შესახებ რომ მოძალადის მხილებით შეიძლებოდა სხვა ადამიანებიც მეხსნა მსგავსი ტრავმებისგან.
მწერენ ასევე ადამიანები,ვისაც ასეთივე ამბავი გადახდათ. შეემთხვათ მინდოდა დამეწერა "ისტორია"თქო, მაგრამ ეს შემთხვევები სამწუხაროდ ისტორიას არასდროს რჩება და ის მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გვაქვს დასმული, მანამ სანამ სამართლიანობის განცდა არ დაგვეუფლება.
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ,მე შევიტანე სარჩელი,დაწყებულია გამოძიება,რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ პერიოდის განმავლობაში მოვისმინე არაერთი მსგავსი ფაქტის შესახებ,რომელიც სწორედ ამ ადამიანს "ბიკო ბირბიჩაძეს" უკავშირდება.გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მაქვს უფლება ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ახლა ყველა თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის,ვინც ძალადობის მსხვერპლია.
შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ახლა ერთადერთი გზაა,რომ მივიდეთ სამართლიანობის განცდამდე. დროა დავარღვიოთ წლების განმავლობაში დაგროვილი სიჩუმე და ერთად მივაღწიოთ იმას,რომ ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებაში "ისტორიას დარჩეს"მაგრამ ეს დუმილით ვერ მიიღწევა", - წერს მარტა ბარამიძე.