"ვინ იფიქ­რებ­და, ამ დროს პა­წა­წუ­ნა ხე­ლე­ბით რომ ქარ­თულ დრო­შას აფ­რი­ა­ლებ­და, თა­ვის ლი­ო­ნელ ამ­ხა­ნა­გებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მის ღირ­სე­ბას მო­ე­დან­ზე და­ი­ცავ­და" - კვირის პალიტრა

"ვინ იფიქ­რებ­და, ამ დროს პა­წა­წუ­ნა ხე­ლე­ბით რომ ქარ­თულ დრო­შას აფ­რი­ა­ლებ­და, თა­ვის ლი­ო­ნელ ამ­ხა­ნა­გებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მის ღირ­სე­ბას მო­ე­დან­ზე და­ი­ცავ­და"

ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის დედა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლის ძველ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. ნა­თია მი­ქა­უ­ტა­ძე წერს, რომ ფო­ტო­ზე გი­ორ­გი 8 წლის ასაკ­ში, ლი­ო­ნელ მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

რო­გორც ხე­დავთ, მას ქარ­თუ­ლი დრო­შა აქვს ხელ­ში.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ ყვე­ლას - ახ­ლო­ბელს, ნა­თე­სავს, მე­გო­ბარს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, ნაც­ნობს თუ უც­ნობს ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის. გი­ორ­გის მი­მართ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის.

ვინ იფიქ­რებ­და, ამ დროს პა­წა­წუ­ნა ხე­ლე­ბით რომ ქარ­თულ დრო­შას აფ­რი­ა­ლებ­და, თა­ვის ლი­ო­ნელ ამ­ხა­ნა­გებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მის ღირ­სე­ბას მო­ე­დან­ზე და­ი­ცავ­და და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­სა და ნდო­ბას და­იმ­სა­ხუ­რებ­და

მად­ლო­ბა ყვე­ლას" - წერს ნა­თია მი­ქა­უ­ტა­ძე.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე საფ­რან­გეთ­ში, ლი­ონ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ამ­ჟა­მად ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვი ლიგა 2-ში გა­მო­დის და ფრან­გუ­ლი კლუ­ბის, "მე­ცის" ღირ­სე­ბას იცავს.