წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა
წყალტუბოში, ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ჩვენი ინფორმაციით, ქალი წყალტუბოში, სოფელ ბანოჯაში, დასთან სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ქმარმა მიაკითხა და დანით მრავალი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი იმავე იარაღით თავი მოიკლა.
დაჭრილი ქალი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. როგორც ცნობილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შსს-ი განგვიცხადეს, მომზდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ambebi.ge