"ბები, ისე არ წავალ დასაძინებლად, შენი სუნთქვა რომ არ შევამოწმო" - გივიკო დიდია ბებიას დაბადების დღეს ემოციური ტექსტით ულოცავს - კვირის პალიტრა

"ბები, ისე არ წავალ დასაძინებლად, შენი სუნთქვა რომ არ შევამოწმო" - გივიკო დიდია ბებიას დაბადების დღეს ემოციური ტექსტით ულოცავს

გივიკო დიდიას ბებია 78 წლის გახდა. ბლოგერი სოციალურ ქსელში ემოციურ მისალოც ტექსტს ავრცელებს.

„ჩემი ნათელე 78 წლის გახდა. ბოლო დროს ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი უარი, შენთან რომ ვიყო, ბედნიერი იყო.

ისე არ წავალ დასაძინებლად, შენი სუნთქვა რომ არ შევამოწმო.

ბები – შენ ხარ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერება , ყველაზე დიდი სიხარული და ყველაზე დიდი სიყვარული.

შენ ერთადერთი ხარ და ყველას მაგივრობას მიწევ. რაღაცნაირად უმეგობროდ დარჩენილი რომ ვიყავი, ხო გარშემო იმდენი ადამიანია, მე კი მაინც მარტო ვარ,ვერავისთან ვარ ისეთი გახსნილი, როგორც შენთან, ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ შენ არ გაგიცრუებია იმედი, მხოლოდ შენ მიგებ, ეს დეპრესიული შეტევებიც ხომ შენ გადამატანინე, დრო და დრო რომ მახსენებს თავს.

შენ მაძლევ ძალას, შენ მავსებ, შენ მითბობ გულს და მაბედნიერებ.

ერთხელ გითხარი, იმდენად ვარ შენზე დამოკიდებული რომ მეშინია, ერთ დღეს შენც არ გამიცრუო იმედი, შენც არ მიღალატო მეთქი, ასე რომ მოხდეს ალბათ მთელი სამყარო თავზე ჩამომექცევა – თქო.

გაიცინე და მითხარი, არასდროს არ დაგტიებ მარტო, ქვეყანაც რომ დეიქცეს ხელს ერთი წამითაც კი არ გაგიშობო.

„ამიტომაც მიყვარხარ ნათი გოგო “ შენ ხომ იმას ხედავ ჩემში, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.

giviko-didia-bebia-1680449680.jpg

შენ თავიდან აღმომაჩენინე საკუთარი თავი, მიმახვედრე რომ თუ მოვინდომებ ყველაფერი გამომივა.არ მომერიდება,სიყვარულს საჯაროდ ყოველთვის აგიხსნი. მიყვარხარ და მათბობ , მიყვარხარ და მავსებ.

მეამაყები, შენზე ყველგან მხოლოდ კარგს ამბობენ და ეს ჩემი მონაგონი არაა. ყველა დამეთანხმება, ვინც პირადად გიცნობს…

გილოცავ ნათ…ღმერთმა გაგიძლიეროს წლები.

ყველაფერს დაგიფასებ გპირდები, უბრალოდ მინდა რომ მყავდე უსასრულოდ”, – წერს გივიკო დიდია.

palitravideo.ge