სანქტ-პეტერბურგში, კაფეში აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სანქტ-პეტერბურგში, კაფეში აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა

რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა.

ცნობილი სამხედრო ბლოგერის გარდაცვალებას ადასტურებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც მედია წერს, ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინი იყო, 560 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა Telegram-ზე. არსებული ინფორმაციით, კაფეში აფეთქების შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

IPN