"დაანაბეთ თავი უთავმოყვარეო სირბილს..." - ბჟანიას ლავროვის დაჯილდოების გამო აფხაზების ნაწილი აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

"დაანაბეთ თავი უთავმოყვარეო სირბილს..." - ბჟანიას ლავროვის დაჯილდოების გამო აფხაზების ნაწილი აკრიტიკებს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის "ახძ-აფ­შას" (ქარ­თუ­ლად - დი­დე­ბა და ღირ­სე­ბა) ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

ლავ­როვს ჯილ­დო "აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის­თვის, აფხა­ზეთ-რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი დიდი პი­რა­დი წვლი­ლის­თვის" გა­და­ე­ცა.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, "ღირ­სე­ბი­სა და დი­დე­ბის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დე­ნით" სხვა­დას­ხვა დროს, და­ჯილ­დო­ვე­ბულ­ნი არი­ან ფა­ზილ ის­კან­დე­რი, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბა, ედუ­არდ კო­კო­ი­თი, და­ნი­ელ ორ­ტე­გა, უგო ჩა­ვე­სი, ბა­შარ ალ-ასა­დი, სერ­გეი შო­ი­გუ, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი და დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სერ­გეი ლავ­როვს ეს ჯილ­დო, 21 მარტს გა­და­ე­ცა, იმ დღეს, რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელს 73 წელი შე­უს­რულ­და. ბჟა­ნი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ.

"რო­გორ ამიხ­სნით იმას, რომ ყვე­ლა მოქ­მედ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სხვა ბა­ნაკ­შია თუ არა, ჩვენ ვა­ჯილ­დო­ვებთ?!.. მე­გობ­რე­ბო, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი ომ­შია ჩარ­თუ­ლი, რა­ტომ დარ­ბი­ხართ მას­თან ჯილ­დო­ე­ბით, სხვა საქ­მე არა­ფე­რი გაქვთ?! ყვე­ლას გვქონ­და ჩვე­ნი შეც­დო­მე­ბი. ეს ყვე­ლას მოს­დის, ვი­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში უმუ­შა­ვია, მაგ­რამ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, და­ა­ნა­ბეთ თავი ამ უთავ­მოყ­ვა­რეო სირ­ბილს", - წერს ლავ­რო­ვის "და­ჯილ­დო­ვე­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კო­სი ას­ლან კო­ბა­ხია.

მას ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­მო­უჩ­დნენ და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბიც.

"ამ ჯილ­დოს მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ, ღვე­ზე­ლი­ვით იქ­ნევს. ძა­ლი­ან მალე მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა და­ი­კარ­გე­ბა",- წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. თუმ­ცა აფხა­ზურ ოპო­ზი­ცი­ა­ში არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ტეს­ტის გამო კო­ბა­ხი­ას აკ­რი­ტი­კე­ბენ.

"მა­შინ, რო­დე­საც ამ ჯილ­დოს, აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთ­ში, ადა­მი­ა­ნებს და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად აძ­ლევ­დნენ, თქვენ დუმ­დით. ახლა კი, სა­უ­ბა­რია, იმ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­მაც აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას ხელი მო­ა­წე­რა. რა არ მოგ­წონთ?!" - ჰკი­თხეს კო­ბა­ხი­ას, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა, რომ ის "არას­დროს დუმ­და."

"ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ჯიბრს მა­გო­ნებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ლავ­როვს აჯი­ლოდ­ვებს. ჩვენ კი, მედ­ვე­დევს ვახ­სე­ნებთ. ანუ 15 წელი ვიც­დი­დით?! დიახ მე ვე­თან­ხმე­ბი კო­ბა­ხი­ას, ახლა ყვე­ლას და­ჯილ­დო­ე­ბის დრო არ არის", - მი­ა­ჩი­ნა ახრა ბჟა­ნი­ას. გააგრძელე კითხვა