"ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - რა თქვა სასამართლოზე ბრალდებულმა - კვირის პალიტრა

"ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - რა თქვა სასამართლოზე ბრალდებულმა

"ამ­ბა­სა­დორ­ში“ ხან­ძრის გა­ჩე­ნის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ან­ზორ ლო­მი­ძეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სხდო­მას თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც ეს­წრე­ბო­და, რო­მე­ლიც მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ეტაპ­ზე, დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

მან პრო­ცეს­ზე, მო­სა­მარ­თლის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ თქვა მხო­ლოდ ის, რომ და­ამ­თავ­რა მხო­ლოდ სკო­ლა, წარ­სულ­ში ცხოვ­რობ­და თემ­ქა­ზე, თუმ­ცა ახლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არ აქვს.

"გა­ნათ­ლე­ბა არა­ფე­რი. სტან­დარ­ტუ­ლი - 12 კლა­სი და­ვამ­თავ­რე. თემ­ქა­ზე ვცხოვ­რობ­დი… ახლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არ მაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ლო­მი­ძემ.

და­კა­ვე­ბულ­თან მი­მარ­თე­ბით, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, ბრალ­დე­ბის მხა­რე პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და. პრო­კუ­რორ ალი­ნა კუ­კა­ვას თქმით, "ბრალ­დე­ბუ­ლი ხან­და­ხან აგ­რე­სი­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა“. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის მშო­ბე­ლიც ამ­ბობს, რომ მის შვილს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და მე­დი­კა­მენ­ტებს არ იღებ­და.

"მან არ მი­ი­ღო მე­დი­კა­მენ­ტი. და­ტო­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ნო­ბი იყო მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ნა კუ­კა­ვამ.

ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ არ ეთან­ხმე­ბო­და დაც­ვის მხა­რე. ად­ვო­კა­ტის თქმით, ან­ზორ ლო­მი­ძე ვერ აღიქ­ვამს მოვ­ლე­ნებს. ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი შე­სა­ბა­მის სტა­ცი­ო­ნარ­ში უნდა მო­თავ­სდეს.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დორ­ში“ ხან­ძრის გა­ჩე­ნის ფაქ­ტზე 28 წლის მა­მა­კა­ცი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა, რაც სას­ტუმ­როს მე­სა­მე და მე­ო­თხე სარ­თულ­ზე გავ­რცელ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას 3-დან 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

IPN