"მე ვუ­ყუ­რე გუ­შინ ჩვე­უ­ლებ­რივ ოლი­გარ­ქს" - რატომ ადარებს თინა ხიდაშელი დავით კეზარაშვილს ბიძინა ივანიშვილს? - კვირის პალიტრა

"მე ვუ­ყუ­რე გუ­შინ ჩვე­უ­ლებ­რივ ოლი­გარ­ქს" - რატომ ადარებს თინა ხიდაშელი დავით კეზარაშვილს ბიძინა ივანიშვილს?

"ვერ მივ­ხვდი სა­ერ­თოდ, რა ამო­ცა­ნა ჰქონ­და ინ­ტერ­ვი­უს, სა­ვა­რა­უ­დოდ იყო მცდე­ლო­ბა, და­ე­წყოთ მისი გა­რე­ცხვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მან ვერც გუ­შინ თქვა სათ­ქმე­ლი", - ასე აფა­სებს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, თინა ხი­და­შე­ლი ასე­ვე ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს.

თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი რო­გორც ჩანს, "ინ­ტე­ლექტთან მწყრა­ლა­დაა“, რად­გან ჰგო­ნია, რომ ვინ­მე და­ი­ჯე­რებს, რომ მან თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სო­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით ბიზ­ნე­სი აა­წყო.

"რო­გორც ჩანს, ინ­ტე­ლექტთან მწყრა­ლად ვართ, რად­გან თქვა: 21 წლის ვი­ყა­ვი მი­შას­თან ერ­თად რომ და­ვი­წყე ბრძო­ლა. კი ბა­ტო­ნო, მეც ვა­დას­ტუ­რებ, მახ­სოვს, მა­შინ, იმ მოძ­რა­ო­ბა­ში ყვე­ლა პა­ტა­რა ვი­ყა­ვით, ასე იყო ნამ­დვი­ლად, ეს ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა და­ა­დას­ტუ­როს, მაგ­რამ მერე "24 წლის ვი­ყა­ვი, როცა ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გავ­ხდი, მერე იქი­დან თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­დი და მერე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სო­ბის დროს რომ გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე და ამ­ბე­ბი გა­ვი­გე იმი­თი ბიზ­ნე­სი ავა­წყვე“...რად­გან დიდი ხა­ნია ამ ქვე­ყა­ნა­ში აღარ ცხოვ­რობს, თვი­თონ შე­იძ­ლე­ბა ას­ცდა იმას, სა­ნამ­დე წა­ვი­და წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რამ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რო­გორ გან­ვი­თარ­და, მაგ­რამ ხალ­ხმა, ვი­საც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, მა­ინც ხომ იცის, რომ ასე­თი ამ­ბე­ბი აღარ იყი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - რომ 21 წლის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას იწყებ, ერთი დღე ბიზ­ნე­სი არ გქო­ნია, პო­ლი­ტი­კი­დან მი­დი­ხარ წლე­ბის შემ­დეგ და "ლუ­კო­ი­ლის" წი­ლის 50%-ის პატ­რო­ნი ხდე­ბი. შე­იძ­ლე­ბა არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ამ ზღაპ­რე­ბის სჯე­რა, მაგ­რამ იმე­დია ცოტა“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

თინა ხი­და­შე­ლის თქმით, მან გუ­შინ "ოლი­გარ­ქს უყუ­რა“.

"მე ვუ­ყუ­რე გუ­შინ ჩვე­უ­ლებ­რივ ოლი­გარ­ქს, რო­მელ­საც აქვს გან­ცდა და მან ეს რამ­დენ­ჯერ­მე თქვა პირ­და­პირ, რომ "ძა­ლი­ან ცუ­დია, მარ­ტო მე ვარ, ვი­საც ფული აქვს“. 2011 წელს ზუს­ტად ეს ეწე­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის იმ ცნო­ბილ წე­რილ­ში. დღეს ამ კაცს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ეს იყო კაცი, რო­მე­ლიც ჩა­ცი­ნე­ბე­ბით გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ის არის ერ­თა­დერ­თი, არა­ვის არ ეძებს, გვი­თხრა, რომ მას ადა­მი­ა­ნე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს, ვინ­მე თუ მა­თხოვ­რად მო­მად­გე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბიო. ივა­ნიშ­ვილს სხვა­თა შო­რის ეს არ უთ­ქვამს, ივა­ნიშ­ვილ­მა ხალ­ხს და­უ­ძა­ხა“, - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

"ინტერპრესნიუსი"