ლაიმა ვაიკულეს თქმით, მაქსიმ გალკინს აქვს შანსი გახდეს რუსეთის პრეზიდენტი - "რუსებო, დაფიქრდით ამაზე"
ისრაელში გასტროლების დროს ლაიმა ვაიკულემ ინტერვიუ მისცა ქსენია სობჩაკს, რომელიც ცნობილ ადამიანებს საკუთარ იუთუბ არხზე იწვევს. ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მომღერლის ურთიერთობა კოლეგასა და მეგობართან, ალა პუგაჩოვასთან.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პრიმადონა და მისი ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. პუგაჩოვას უფროსი ქალიშვილი, კრისტინა ორბაკაიტე კი, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად ჩადის რუსეთში სამუშაოდ.
სობჩაკმა ლაიმა ვაიკულეს ჰკითხა, იცოდა თუ არა, რას ფიქრობდა პუგაჩოვა იმის შესახებ, რომ მისი ქალიშვილი ამჟამადაც აგრძელებს ფულის გამომუშავებას რუსეთში. კერძოდ, ახლახან ქრისტინამ ტელეკომპანია Rossiya-ზე დედის ერთ-ერთი სიმღერა გადაცემა "დუეტებში“ შეასრულა.
"ალა პუგაჩოვა არ უყურებს ტელევიზორს, არც მე არ ვუყურებ. ვერ ვბედავ ამაზე კომენტარის გაკეთებას. ახალგაზრდებს სურთ სიკეთის სჯეროდეთ, ყველას თავისი გზა აქვს“, - განაცხადა ვაიკულემ. (გააგრძელეთ კითხვა)