"მდინარესთან სძინავთ ძველ, მიტოვებულ შენობაში. საჭმელს გამვლელები უტოვებენ" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი? - კვირის პალიტრა

"მდინარესთან სძინავთ ძველ, მიტოვებულ შენობაში. საჭმელს გამვლელები უტოვებენ" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

სამოქალაქო აქტივისტი აკა სინჯიკაშვილი სოცილური ქსელის პირად გვერდზე ხელვაჩაურში, მდინარის პირას მცხოვრები ქალის შესახებ წერს, რომელსაც ბავშვთან ერთად, უსახლკაროდ, მდინარის პირას სძინავს:

"გუშინ, ხელვაჩაურში მდინარის პირას, ქალი ვნახეთ პატარა ბავშვით. საერთოდ არავინ არ ჰყავთ და რაც ზედ აცვიათ, იმის მეტი თითქმის არაფერი არ აბადიათ. აქვე მდინარესთან სძინავთ ძველ, მიტოვებულ შენობაში. საჭმელს გამვლელები უტოვებენ ზოგჯერ და იმით არსებობენ. საერთოდ არაფერი არ აქვთ, არც ტანსაცმელი, არც საწოლი, არც დენი, არც გაზი. წყალიც, ეს მდინარეა, რომლის პირასაც ცხოვრობენ.თითქმის ორი წელია ასე, ქუჩაში დარჩნენ და ან ამდენ ხანს როგორ გაძლეს, გული გამისკდა მართლა ამ წუთიდანვე ვიწყებთ ყველაფრის გაკეთებას, რომ დედას და ბავშვს ადამიანური ცხოვრება დავუბრუნოთ! აქაურებიც დაგვპირდნენ დახმარებას და ყველა ერთად, ყველაფერს შევძლებთ გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ რა. აუცილებლად ყველაფერი უნდა გამოგვივიდეს ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

თიბისი ბანკი

#GE90TB7603845061100016

აკაკი სინჯიკაშვილი

PayPal - Sinjikashvili@gmail.com

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili

#სიკეთეგადამდებია" - წერს სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშილი.