"ეს პირველი შემთხვევაა, როცა არ აღვნიშნავ ჩემს გამარჯვებას" - ნუცა ბუზალაძე ჯგუფიდან 12 საუკეთესოში მოხვდა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა არ აღვნიშნავ ჩემს გამარჯვებას" - ნუცა ბუზალაძე ჯგუფიდან 12 საუკეთესოში მოხვდა (ვიდეო)

ქართველი მომრერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამერიკულ შოუ American idol-ში მონაწილეობს, ჯგუფიდან 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა.

339437841-147479771597910-4261750808767467690-n-1680616787.jpg

ნუცა ბუზალაძე American idol-ის დუეტების ტურიში კარინა დე ანჯელოსთან ერთად იყო და სიმღერა: I put a spell on you შეასრულა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ნერვიულობდა ნუცას პარტნიორი, თუმცა ქართველი მომღერალი კარინას ამხნევებდა და რჩევებს აძლევდა...

მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა სოციალურ ქსელში ვრცელი კომენტარი დაწერა:

"ეს იყო ყველაზე დიდი გამოცდა ჩემს ცხოვრებაში. ამ ვიდეომ ამატირა, მაგრამ ეს არ იყო სიხარულის ცრემლები. ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა არ აღვნიშნავ ჩემს გამარჯვებას. დავიწყოთ კონკურსის წესებით: უნდა დაესწრო ყველა რეპეტიციას დროულად - არცერთ კონკურსანტს არ აქვს გაცდენის უფლება, არ ვსაუბრობ იმაზე, რომ არასდროს მეზარება სიმრერა, მაშინაც კი როცა ეს ბევრ რეპეტიციას გულისხმობს, რადგან მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, სიმღერა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცებაა.

სიმართლე გითხრათ, ამ გამოსვლამ ფსიქიკურად დამანგრია, მაგრამ მაინც ვცდილობდი, რომ ძლიერი ვყოფილიყავი...

ოფიციალური რეპეტიციების შემდეგ, არ ვიცოდი რომ კიდევ დამატებითი რეპეტიციები იქნებოდა. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია გამომრჩა. თუმცა, კარინამ ერთხელ დამირეკა, მოვემზადე და დავბრუნდი, მივხვდი, რომ კარინა არ გრძნობდა თავს კომფორტულად და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გვემრერა იმდენი, რამდენიც მას სურდა..." - წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.