რა ინფორმაციას ავრცელებს გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

რა ინფორმაციას ავრცელებს გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით?

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 149-ე კმ-თან (რი­კო­თის უღელ­ტე­ხი­ლი) გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის შეს­წავ­ლა გრძელ­დე­ბა.

უწყე­ბის ცნო­ბით, მო­ცე­მულ ეტაპ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­წყრუ­ლი უბ­ნის კომ­პლექ­სუ­რი შეს­წავ­ლა. ტარ­დე­ბა ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი, გე­ო­ფი­ზი­კუ­რი და გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი.კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად დას­კვნას, სა­ვა­რა­უ­დოდ, კვი­რის ბო­ლოს წარ­მო­ად­გე­ნენ. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნა­ზე მსჯე­ლო­ბა.

"ჩუ­მა­თე­ლე­თი-ხე­ვის მო­ნაკ­ვეთ­ზე, სა­დაც მდე­ბა­რე­ობს მე­წყრუ­ლი უბა­ნი, მა­გის­ტრა­ლუ­რი გზის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია უწევს და მისი მოწ­ვე­ვით, მე­წყრუ­ლი უბ­ნის შეს­წავ­ლა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 149-ე კმ-თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო, 30 მარ­ტი­დან აიკ­რძა­ლა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.