"მიწევს, უარვყო ჩემზე გავრცელებული ინფორმაცია" - ფაშინიანის ვაჟის თქმით, მას თავს არავინ დასხმია
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვაჟმა, აშოტ ფაშინიანმა უარყო ინფორმაცია, რომ მას თავს დაესხნენ.
"ჩემზე არანაირი პოლიტიკური ან სხვა სახის თავდასხმა არ ყოფილა. სამწუხაროდ, მე თვითონ მიწევს უარვყო ჩემზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. რაც შეეხება ამ "ინფორმაციის“ გავრცელებას, ყველაზე გასაკვირი მგონია, ვინ ვის ციტირებს. რატომ, არც მაინტერესებს. ყოველივე საუკეთესო ყველას“, - ნათქვამია აშოტ ფაშინიანის განცხადებაში. (გააგრძელეთ კითხვა)