ვალერი მელაძეს, რომელიც შვეიცარიაში ისვენებს, უკრაინელმა ჟურნალისტებმა მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე: გმობს თუ არა რუსულ ე.წ. "სპეციალურ ოპერაციას"? - კვირის პალიტრა

ვალერი მელაძეს, რომელიც შვეიცარიაში ისვენებს, უკრაინელმა ჟურნალისტებმა მოსთხოვეს პასუხი კითხვაზე: გმობს თუ არა რუსულ ე.წ. "სპეციალურ ოპერაციას"?

მომ­ღე­რა­ლი ვა­ლე­რი მე­ლა­ძე კურ­შა­ველ­ში (მსოფ­ლი­ო­ში გან­თქმუ­ლი ელი­ტა­რუ­ლი სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი შვე­ი­ცა­რი­ა­ში) მე­უღ­ლე ალბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვას­თან, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ტი­მურ ივა­ნო­ვის ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, სვეტ­ლა­ნა ივა­ნო­ვას­თან და რუს ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ ეკი­თხე­ბი­ან არ­ტისტს უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ა­ზე.

თა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს უახ­ლოვ­დე­ბა და სთხოვს, მათ­თან ფოტო გა­და­ი­ღოს. შემ­დეგ კი უსა­მენს კი­თხვებს მის პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­მა­კა­ცებ­მა თავი უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბად წა­რად­გი­ნეს და მომ­ღე­რალს სთხო­ვეს ეპა­სუ­ხა, მხარს უჭერ­და თუ არა ე.წ. სამ­ხედ­რო სპე­ცო­პე­რა­ცი­ას.

"რო­გორ ის­ვე­ნებთ კურ­შე­ველ­ში, როცა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებს ბომ­ბავს?“ - ჰკი­თხა მომ­ღე­რალს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­ხა­ილ ტკაჩ­მა და გა­აგ­რძე­ლა:

"გმობთ ე.წ. სპე­ცი­ა­ლურ ოპე­რა­ცი­ას თუ არა?"

ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ მზად იყო დი­ა­ლო­გის­თვის და სთხო­ვა, რომ კა­მე­რე­ბი გა­მო­ერ­თოთ, რა­ზეც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან უარი მი­ი­ღო.

ჟურ­ნა­ლის­ტმა კი­თხვე­ბი გა­ი­მე­ო­რა. მე­ლა­ძემ უარი თქვა პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე და კი­დევ ერთხელ სთხო­ვა "კა­მე­რე­ბის გა­მორ­თვა".

"მინ­და ნორ­მა­ლუ­რად ვი­სა­უბ­როთ", - თქვა მომ­ღე­რალ­მა, რო­მე­ლიც ადრე, დუ­ბა­ი­ში სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა ფრა­ზის გამო, "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას". შემ­დეგ მე­ლა­ძემ "ტე­ლეგ­რამ­ში" არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ უკვე ათი თვეა "ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნი, სიმ­ძი­მი­სა და მწუ­ხა­რე­ბის გრძნო­ბით ცხოვ­რობს“. გააგრელე კითხვა და ნახე ვიდეო