"თემური დავინახე და ვიფიქრე, ნუთუ ის შეიძლება არსებობდეს და ჩემ გვერდით არ იყოს-მეთქი?" - რუსუდან ფეტვიაშვილის მხატვრობა, დიდი სიყვარული და ცხოვრების სხვა მთავარი ამბები - კვირის პალიტრა

"თემური დავინახე და ვიფიქრე, ნუთუ ის შეიძლება არსებობდეს და ჩემ გვერდით არ იყოს-მეთქი?" - რუსუდან ფეტვიაშვილის მხატვრობა, დიდი სიყვარული და ცხოვრების სხვა მთავარი ამბები

თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მხატ­ვრის რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი გა­ლე­რეა გა­იხ­სნა. ეს დღე მხატ­ვარ­მა გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის, თე­მურ ბად­რი­აშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს და­ამ­თხვია. გა­ლე­რე­ა­ში ნა­მუ­შევ­რე­ბი ორ სარ­თულ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. პირ­ველ სარ­თულ­ზე ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტი­ლო­ე­ბია, მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი - ძვე­ლი ნა­მუშ­ვრე­ბი, რო­მე­ლიც მხატ­ვარ­მა პა­რი­ზის სა­ხე­ლოს­ნო­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა. ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ასე­ვე რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლი­სა და მისი ძმის, მო­ქან­და­კე დიმა ფეტვი­აშ­ვი­ლის სა­ერ­თო ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ზეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი...

ambebi.ge - ს რუბ­რი­კის "ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი“ სტუ­მა­რი სწო­რედ დიდი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლია.

გა­ლე­რეა

- პირ­ვე­ლი გა­ლე­რეა ქარ­თუ­ლი თო­ჯი­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მქონ­და, - ერთ-ერთი ფოიე ეთ­მო­ბო­და, სა­დაც სტუმ­რებს სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზეც ვი­ღებ­დით, პრე­ზი­დენ­ტე­ბიც კი გვსტუმ­რობ­დნენ ხოლ­მე... მე­ო­რე გა­ლე­რეა ბა­თუმ­ში, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ში იყო, ისიც და­ი­ხუ­რა. იქაც უამ­რავ სტუ­მარს ვი­ღებ­დით. კა­ფეც ჰქონ­და, ლა­მა­ზი სივ­რცე იყო, 9 წელი იმუ­შა­ვა. მერე ჩემი მე­უღ­ლე ავად რომ გახ­და, შო­რი­დან მარ­თვა ვე­ღარ შევ­ძე­ლით... 30 მარ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე იყო, თბი­ლის­ში ჩემი მუდ­მივ­მოქ­მე­დი გა­ლე­რეა გა­იხ­სნა. ამის­თვის ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­წა­დი სპე­ცი­ა­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დით, მათ შო­რის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც. ეს დღე ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ჩემი მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღეა. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის და­ვამ­თხვიე, რომ არას­დროს დამ­ვი­წყე­ბო­და ამ გა­ლე­რე­ის გახ­სნის თა­რი­ღი, რად­გა­ნაც ის თე­მურ ბად­რი­აშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს გა­იხ­სნა... გერ­მა­ნი­ი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ერთ-ერთი გა­ლე­რის­ტი ქალ­ბა­ტო­ნი ჩა­მო­ვი­და. ჩემი და თე­მუ­რის გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა. თე­მუ­რიც კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო მის მი­მართ და 30-ში ჯერ თე­მუ­რის საფ­ლავ­ზე მი­ვე­დით... მისი მად­ლი­ე­რი დავ­რჩი, თუმ­ცა უცხო­ე­თი­დან ჩა­მოს­ვლა სხვებ­საც უნ­დო­დათ, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ვერ ჩა­მო­ვიდ­ნენ.

6 წლის ვუნ­დერ­კინ­დი

- ფი­ლარ­მო­ნი­ის ბოლო სარ­თულ­ზე ავთო კუ­ხი­ა­ნი­ძეს და თენ­გიზ მირ­ზაშ­ვილს სა­ბავ­შვო გა­ლე­რეა ჰქონ­დათ. სწო­რედ იქ გახ­სნა ჩემი პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა ელე­ნე ახვლე­დი­ან­მა. ძა­ლი­ან ფე­რა­დო­ვა­ნი დღე იყო. ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბას ულა­მა­ზე­სად შე­მორ­ჩა. ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მო­ვი­და, ლა­მა­ზი კაბა მეც­ვა, რაც იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და, აქ­ტი­უ­რი ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით, ხე­ებ­ზე დავ­ძვრე­ბო­დით და კა­ბას თით­ქმის არ ვიც­ვამ­დი, მით უმე­ტეს, ისეთ ვარ­დის­ფერს, ფურ­ფუ­შე­ბი­ან - მაქ­მა­ნე­ბი­ანს. კაბა იმ დღის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მა­ჩუ­ქეს. მახ­სოვს, ასე­ვე ვარ­დე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი, ქვიშ­ხე­თის მწე­რალ­თა სახ­ლში გაც­ნო­ბი­ლი მე­გობ­რე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც ვის­ვე­ნებ­დით ხოლ­მე. სა­ერ­თოდ, ბევ­რი ბავ­შვი იყო მო­სუ­ლი...

მე­ო­რე გა­მო­ფე­ნა 8 წლის ასაკ­ში მქონ­და, შემ­დე­გი - 9 წლის ასაკ­ში, 12 წლი­სას კი - უკვე პა­რიზ­ში. ნა­მუ­შევ­რე­ბი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოგ­ზა­უ­რობ­და. პომ­პი­დუს ცენ­ტრშიც იყო და ბო­ლოს ერთ-ერთ სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ­ში, სა­დაც გა­მო­ფე­ნის და­ხურ­ვის­თვის ქა­ლა­ქის მერ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცია მო­ა­წყო, მო­იწ­ვია ქა­ლა­ქის მეს­ვე­უ­რე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი. აბა, ვნა­ხოთ, ეს ბავ­შვი მო­მა­ვალ­ში რო­გო­რი გა­იზ­რდე­ბა - და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­თი სა­თა­უ­რით იყო ის კონ­ფე­რენ­ცია.

"შემ­ცვა­ლა თუ არა ად­რე­ულ ასაკ­ში მო­სულ­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ..."- მაგ დროს, დედა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­მა­ლავ­და ჩემ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რათა ქება არ მო­მეს­მი­ნა, გა­ზეთ­ში ჩემ­ზე და­წე­რი­ლი პუბ­ლი­კა­ცია არ წა­მე­კი­თხა... ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ სა­დაც ჩემი გა­მო­ფე­ნე­ბის დიდი აფი­შე­ბი იყო გა­მოკ­რუ­ლი, იქ არც გაგ­ვევ­ლო. ამას იმი­ტომ აკე­თებ­და, რომ იმ ყვე­ლა­ფერს ჩემ­ზე არ ემოქ­მე­და და თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბა არ გა­მო­ეწ­ვია. ვფიქ­რობ, ცოტა გა­და­ა­ჭარ­ბა კი­დეც, რად­გან მორ­ცხვი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა ალ­ბათ მა­ინც სა­ჭი­რო იყო, რომ ბავ­შვი და­ვე­ცა­ვი... დე­დის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ამ მხრივ ჩემი მა­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­ბა­ლან­სა.

"ყვე­ლას ნაზი ბავ­შვი ვე­გო­ნე“- ბავ­შვთა ხე­ლოვ­ნე­ბის გა­ლე­რე­ა­ში, კონ­კას­თან გა­მო­ფე­ნა რომ მქონ­და, მაგ დროს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფოტო გა­და­მი­ღო და­ვით ია­კო­ბაშ­ვილ­მა. იმის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ძა­ლი­ან ნაზი და სათ­ნო ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ადა­მი­ა­ნე­ბი რომ მხვდე­ბოდ­ნენ, რო­გო­რი შვე­ლი­ვით ბავ­შვი­აო, - ამ­ბობ­დნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ჩემი სა­ხით აქ­ტი­უ­რი, ცო­ცხა­ლი გო­გო­ნა ხვდე­ბო­დათ. მერე ცოტა სხვა ემო­ცია ჰქონ­დათ... სხვა­ო­ბა იყო ხოლ­მე მათ წარ­მოდ­გე­ნა­სა და რე­ა­ლო­ბას შო­რის, რად­გან მარ­თლა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით...

5 და-ძმა- ოთხ დედ­მა­მიშ­ვილს შო­რის სხვა­ო­ბა 1-2 წე­ლი­წა­დია. მე­ხუ­თე­ზე, ანუ უმ­ცროს სა­ლო­მე­ზე უკვე 16 წლით ვარ უფ­რო­სი. ყვე­ლას შვი­ლი­ვით გვყავს გაზ­რდი­ლი. მე და სა­ლო­მე ახლა თავ­შლებ­ზე ერ­თად ვმუ­შა­ობთ.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები