საქართველოში ყველა ძაღლი დაიჩიპება - "ძალიან მაღალი იქნება სანქციები მათთვის, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს": რა ცვლილებები შედის კანონში? - კვირის პალიტრა

საქართველოში ყველა ძაღლი დაიჩიპება - "ძალიან მაღალი იქნება სანქციები მათთვის, ვინც ძაღლს ქუჩაში გააგდებს": რა ცვლილებები შედის კანონში?

"კა­ნონპ­რო­ექ­ტის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დგომ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა, რომ მოხ­დეს ყვე­ლა ძაღ­ლის ჩი­პი­რე­ბა. ყვე­ლა ძაღ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არ­ცერ­თი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კლი­ნი­კა, ზო­ო­მა­ღა­ზია, ბაზ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ძაღ­ლი გა­ყი­დოს ან გა­ამ­რავ­ლოს ამ ჩი­პი­რე­ბის გა­რე­შე“,- ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მაია ბი­თა­ძემ გა­და­ცე­მა­ში „ბიზ­ნეს პა­ლიტ­რა“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, ყვე­ლა ძაღ­ლი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში მოხ­ვდე­ბა, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა და მე­პატ­რო­ნეს, რო­მელ­მაც ის გა­უშ­ვა, შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბა.გარ­და ამი­სა, მაია ბი­თა­ძის თქმით, ფუ­ლა­დი ჯა­რი­მა გა­იზ­რდე­ბა ძაღ­ლე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვი­საც.

"დღეს­დღე­ო­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს და­ა­რე­გუ­ლი­რებს, არ არ­სე­ბობს. თავ­შე­საფ­რე­ბი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შია. ზო­გა­დად, პრობ­ლე­მაა ძაღ­ლე­ბის ყოლა- გამ­რავ­ლე­ბას­თან კავ­ში­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში კას­ტრა­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბოლო წლებ­ში გაზ­რდი­ლია თით­ქმის 70%-ით, ასე­ვე, სა­ო­პე­რა­ცი­ო­ე­ბი­სა და ვე­ტე­რი­ნა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, დი­ნა­მი­კა­ში ასე­ვე გაზ­რდი­ლია იმ ძაღ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც გაგ­დე­ბულ­ნი არი­ან ქუ­ჩა­ში და შემ­დგომ უკონ­ტრო­ლო გამ­რავ­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან. დი­ნა­მი­კა­ში ვერ ეწე­ვა სტე­რი­ლი­ზა­ცია კას­ტრა­ცია ძაღ­ლე­ბის ყო­ლი­სა და ქუ­ჩა­ში გაგ­დე­ბის პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნე­ბელს.

სწო­რედ ამი­ტომ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტი უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია კო­მი­ტეტ­ში. ჩვენ ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ მე­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას და­ვი­წყეთ (რო­დე­საც მე­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლდით). შარ­შან მერ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე გა­და­ე­ცე­მო­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლი­სათ­ვის. და­ფა­რავს მთელს სა­ქარ­თვე­ლოს, კა­ნონპ­რო­ექ­ტი პრაქ­ტი­კუ­ლად მზად არის. ჩვენ დაგ­ვრჩა 4 მიკ­რო სა­მუ­შაო ჯგუფ­თან შეხ­ვედ­რა, რა­საც აპ­რილ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. გვქონ­და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თან, და­ახ­ლო­ე­ბით, 90-მდე შეხ­ვედ­რა შედ­გა... იხილეთ სრულად