"ივანიშვილთან მურისიძემ მაჯობა, ხოდა, აიღოს ახლა პასუხისმგებლობა" - რას წერს თინა ხიდაშელი სანქცირებულ მოსამართლეებზე? - კვირის პალიტრა

"ივანიშვილთან მურისიძემ მაჯობა, ხოდა, აიღოს ახლა პასუხისმგებლობა" - რას წერს თინა ხიდაშელი სანქცირებულ მოსამართლეებზე?

აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" წერს:

"ოთხივე ეს მოსამართლე და მათი ატამანი მურუსიძე ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობაა!!!ამიტომ მან პირადად უნდა გასცეს პასუხი ხალხს, რატომ დატოვა, რატომ გააბლატავა, რატომ გადაწყვიტა, რომ მათ გარეშე ეს ქვეყანა ვერ იქნებოდა პირადად მისი და სხვა არავისი!!!

P.S. შეგიძლიათ ტრადიციული სისულეები დაწეროთ. რომ მაშინ სად იყავი და ასეთები მაშინაც, იმ საღამოს, როცა მისი კანდიდატურა პარლამენტში შემოდიოდა ეთერი არ გამომიტოვებია, რომ ამაზე არ მეჩხუბა. მე პირადად ივანიშვილთან მურისიძემ მაჯობა, ხოდა აიღოს ახლა პასუხისმგებლობა"- აღნიშნავს ხიდაშელი.