"წამზომი ჩაირთო... ერთადერთი შანსი - დღის სინათლეზე გამოსვლა, ინსტიტუციური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ორი ირაკლის ჩარეცხვა..." - გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი აშშ - ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის წამზომი ჩაირთო.
"წამზომი ჩაირთო.
მანევრი აღარ აქვს. ერთადერთი შანსი - დღის სინათლეზე გამოსვლა, ინსტიტუციური პასუხისმგებლობის აღიარება და საკუთარ თავზე აღება, ორი ირაკლის ჩარეცხვა, განვითარების ვექტორის შემობრუნება, 12 პუნქტის ყველაზე რადიკალური ფორმით შესრულება. შესაბამისად, მის ხელშია სტატუსის მიღება. 2024-ში სანიმუშო არჩევნების ჩატარება.
არათუ ტელეფონს ავიღებ, თვითონ დავურეკავ…" - წერს ხუხაშვილი.