"როცა ზაზას ეს ამბავი ვუთხარი, ჩაიკეცა, კი­ბე­ზე სა­ცო­და­ვად დაჯ­და" - ორი მსახიობის ოჯახური იდილია, რომელმაც წლებს გაუძლო და 18 წლის შემდეგ შეძენილი შვილი - კვირის პალიტრა

"როცა ზაზას ეს ამბავი ვუთხარი, ჩაიკეცა, კი­ბე­ზე სა­ცო­და­ვად დაჯ­და" - ორი მსახიობის ოჯახური იდილია, რომელმაც წლებს გაუძლო და 18 წლის შემდეგ შეძენილი შვილი

31 მარტს თე­ატ­რა­ლურ­მა სამ­ყა­რომ გვერ­დში მდგო­მი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა. ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძე თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მო­ა­მა­გე იყო.

ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძის­თვის თე­ატ­რი და ზო­გა­დად, ეს სამ­ყა­რო იყო ყვე­ლა­ფე­რი, მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ ბა­ტო­ნი ზაზა მსა­ხი­ობ ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძის მე­უღ­ლე გახ­ლდათ და ამ სამ­სა­ხი­ო­ბო წყვილს თე­ატ­რის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ თე­ატ­რში გა­იც­ნეს, სცე­ნა­ზე გა­თა­მა­შე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა­შიც გაგ­რძელ­და და ოჯა­ხუ­რი იდი­ლია წლე­ბი გაგ­რძელ­და.

"ჩემი ოჯა­ხი თე­ატ­რა­ლუ­რია, ჩემი მე­უღ­ლე ზაზა მი­ქა­შა­ვი­ძეც მსა­ხი­ო­ბია. ბევრ სპექ­ტაკლში სცე­ნა­ზე ერ­თად ვდგა­ვართ და ვთა­მა­შობთ... მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მოს­წავ­ლე ვარ. ბა­ტო­ნი მიშა იყო გურუ, ძა­ლი­ან დიდი პე­და­გო­გი, დიდი რე­ჟი­სო­რი. მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე და ცდი­ლობ­და, ჩვენც ასე­ვე გვყვა­რე­ბო­და. ის რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე მსა­ხი­ო­ბი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ჩემი მე­უღ­ლეც ბა­ტო­ნი მი­შას მო­წა­ფე იყო. ჩემ­თვის თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი არის ყვე­ლა­ფე­რი“, - ამ­ბობ­და ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ წყვილს 18 წელი შვი­ლი არ უჩ­ნდე­ბო­და. რო­გორც ნი­ნე­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, ეს მათ ცხოვ­რე­ბის დიდი გა­მოც­და იყო, რო­მელ­საც გა­უძ­ლეს. 18 წლის შემ­დეგ გაჩ­ნდა ანკა, რო­მე­ლიც დე­დის ას­ლია. ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძემ პირ­ვე­ლი შვი­ლი 40 წლის ასაკ­ში გა­ა­ჩი­ნა.

ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე: (ინ­ტერ­ვიუ აქ­რი­ვი­დან - GDS)

- 18 წელი არ გვყავ­და შვი­ლი, ეს ძა­ლი­ან დიდი დროა მო­ლო­დი­ნის­თვის. ეს იყო სას­წა­უ­ლი ჩემი ოჯა­ხის­თვის, მე­უღ­ლის­თვის, ოჯა­ხის­თვის, აღ­მოჩ­ნდა რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვი­ჭერ­და მხარს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­სო­დეს იმე­დი არ და­მი­კარ­გავს. იყო სა­უ­ბა­რი შვი­ლის აყ­ვა­ნა­ზეც, ახ­ლობ­ლე­ბი ზრუ­ნავ­დნენ ძა­ლი­ან, მაგ­რამ მე მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი მე­უღ­ლის, დე­დამ­თი­ლის, რო­მელ­საც დღე­საც დე­დას ვე­ძახ­დი, მუ­ლის, არ­ჩე­ვა­ნი მე მქონ­და, მე უნდა გა­და­მე­წყვი­ტა რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დი.

თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ თუ იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა ჩემი, თუ არა­და ესეც ჩემი ჯვა­რია, რო­მელ­საც ვა­ტა­რებ. მყავს ძმის შვი­ლე­ბი, დის შვი­ლი, მუ­ლის შვი­ლე­ბი და ეს ბავ­შვე­ბიც ჩე­მია. ეს ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი და სატ­კი­ვა­რი ერ­თად გა­სავ­ლე­ლი იყო. ამან უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. ამი­ტომ ვე­მად­ლი­ე­რე­ბი მე მათ, რომ ზე­წო­ლა რომ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ რა­ღაც გა­ფუჭ­დე­ბო­და, რა­საც ვერ გა­მო­ვას­წო­რებ­დი.

18 წლის შემ­დეგ რო­დე­საც გა­მო­ვა­ცხა­დე, რომ ეხო­ზე მივ­დი­ო­დი, მახ­სოვს ზა­ზამ ისე­თი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და, არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. ეს იყო სიბ­რა­ლუ­ლიც, თა­ნაგ­რძნო­ბათ, ვერ შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გა.

ჩემი მე­გობ­რე­ბი მომ­ყვე­ბოდ­ნენ, ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი და მა­რი­ნა გე­ლაშ­ვი­ლი, ისი­ნიც ფიქ­რობ­დნენ, ალ­ბათ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა სჭირს და გვერ­დში და­ვუდ­გე­ბი­თო. ბევ­რი ნი­შა­ნი მაძ­ლევ­და იმედს, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. და­ვი­წყე ჭამა, მქონ­და რა­ღაც შეგ­რძნე­ბე­ბი. რო­დე­საც აღ­მოჩ­ნდა, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, ვკი­ო­დით სა­მი­ვე. გა­მა­ჩე­რეს, ჯერ პა­ტა­რაა ნა­ყო­ფი თუ ძა­ლი­ან იკივ­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა რამე და­გე­მარ­თო­თო. მახ­სოვს რო­გორ ვის­რუ­ტავ­დი ამ ცრემ­ლებს. იმ დღეს უნდა მე­თა­მა­შა მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის ბოლო სპექ­ტაკ­ლი „ამ­ფიტ­რი­ო­ნი“, ბა­ტო­ნი მიშა ერთი წლის გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

რო­დე­საც მი­თხრეს, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, გა­დავ­წყვი­ტე, რომ თე­ატ­რში არა­სო­დეს დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, ეს ისე­თი რამე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ყვე­ლა­ფერს თავს და­ვა­ნე­ბებ­დი. რე­პე­ტი­ცია გა­ვაც­დი­ნე, რა­მაც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია თე­ატ­რში. იქ უკვე სა­უბ­რობ­დნენ, რომ ალ­ბათ ნი­ნე­ლის რამე სჭირ­სო. აქვე არ უნდა მეთ­ქვა ეს ამ­ბა­ვი არ­სად, იმ­დე­ნად პა­ტა­რა იყო ნა­ყო­ფი, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ასე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

თე­ატ­რში რომ შე­ვე­დი, ზაზა მე­ლო­დე­ბო­და და რო­დე­საც ვუ­თხა­რი, მახ­სოვს, ჩა­ი­კე­ცა, კი­ბე­ზე სა­ცო­და­ვად დაჯ­და. გააგრძელეთ კითხვა