საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი - როგორია ამინდის პროგნოზი 9 აპრილამდე - კვირის პალიტრა

საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი - როგორია ამინდის პროგნოზი 9 აპრილამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალ მთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი.

დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

IPN