"ტექსტი ჩატბოტით დაწერილს ჰგავს... კომპოზიცია ისეთივე ცარიელია, როგორც ქინდერის კვერცხი" - BBC-ი "ევროვიზიისთვის" ირუ ხეჩანოვის მუსიკალურ ნომერზე
2023 წლის "ევროვიზიასთან“ დაკავშირებით, BBC-ი აქვეყნებს ვრცელ სტატიას, რომლის ავტორიც მარკ სევიჯია. სტატიაში კონკურსის ყველა მონაწილის მუსიკალური ნომერია განხილული და შეფასებული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რას წერს კრიტიკოსი, ქართველ მონაწილე ირუ ხეჩანოვზე.
სტატიის ავტორის მოსაზრება ირუს მუსიკალურ ნომერზე საკმაოდ კრიტიკულია.
“ირუ ხეჩანოვმა The Voice Georgia-ს მეხუთე სეზონი მოიგო ლორინის 2012 წლის ევროვიზიის სიმღერით. ახლა კი თვითონ წარსდგება "ევროვიზიაზე" და ლორინის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა, რომელიც შვედეთის სახელით გამოდის.
ირუ თავის სიმღერას აღწერს, როგორც "ბრძოლას სიყვარულისთვის“, მაგრამ ტექსტი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტით დაწერილს ჰგავს: "სიყვარული უსიტყვოა?“ "ვგრძნობ რომ პროგრესული ვარ.“
მუსიკალური კომპოზიცია სავსეა სამხედრო დასარტყამი ინსტრუმენტებით და ჯეიმს ბონდისეული სიმებიანი მუსიკის ჟღერადობით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისეთივე ცარიელია, როგორც ქინდერის კვერცხი“, - წერს ავტორი.
სტატიის ავტორის აზრით, კონკურსზე ირუ ლიდერების მიღმა დარჩება.
ცნობისთვის, ირუ ხეჩანოვი 2023 წლის "ევროვიზიის" კონკურსზე შეასრულებს სიმღერას Echo. კონკურსი ლივერპულში გაიმართება - 9 მაისს დაიწყება, ხოლო ფინალი 13 მაისს შედგება. ირუ მაყურებლის წინაშე 11 მაისს გამოვა.
იხილეთ ვიდეო - ambebi.ge